რუხ ჩრდილებს შორის

კატეგორია
ავტორი

გამომცემლობა

ენა

ISBN

9789941295768

ყდა

რბილი

შეიძინე ონლაინ

11.99

მარაგი: გაყიდვაშია

უფასო მიტანა

საქართველოს მასშტაბით

მიტანის ვადა:

თბილისი 2-3 დღე. რეგიონები 3-4 დღე

ლინა ლიტველი გოგონაა. ხატავს, ოცნებობს, უყვარს და ბედნიერად ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მაგრამ ერთ ღამესაც მათ სახლში საბჭოთა ოფიცრები შეცვივდებიან და… სამუდამოდ ირღვევა ოჯახის მყუდროება! ლინა პატარა ძმასა და დედასთან ერთად ხალხით გადავსებულ ბინძურ ვაგონში აღმოჩნდება და აქედან იწყება სასტიკი მოგზაურობა, მოგზაურობა მამის გარეშე, უცნობი ადამინების გარემოცვაში, უცხო და სუსხიან მხარეში… ეს განწირული მგზავრობაა, რომლის ბოლოსაც ციმბირი, შრომა- გასწორების ბანაკი და შემაძრწუნებლად ტრაგიკული რეალობაა. იწყება შიმშილსა და სიცივესთან გამკლავების, მონური და დამამცირებელი შრომის, ღირსების შემლახველი ყოფის ატანისა და გაძლების მწარე ეპოპეა, სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ბრძოლა! ბრძოლა სასტიკია… ბრძოლა საბჭოთა ძლევამოსილ მანქანასთან შიშველი, გაყინული ხელებითა და ცარიელი  ენთუზიაზმით. და მაინც, იმ უკუნეთში ჩამოწოლილ რუხ ჩრდილებს შორის, ადრე თუ გვიან, პაწია ოქროსფერი ზოლი გამოკრთება − მზე დაბრუნდება! მზე − სიცოცხლისა და იმედის ნიშნად! მზე − გაყინული, ჩაკლული სულების ნუგეშად!