როგორ მუშაობს ეს ყველაფერი

გამომცემლობა

ენა

ISBN

9789941357770

ფორმატი

25,2 x 30,1

შეიძინე ონლაინ

80.00

უფასო მიტანა

საქართველოს მასშტაბით

მიტანის ვადა:

თბილისი 2-3 დღე. რეგიონები 3-4 დღე

ეს არაჩვეულებრივი ენციკლოპედია ყველა ასაკის ცნობისმოყვარე მკითხველისთვისაა. ის გაგაცნობთ, თუ როგორ არის აგებული და როგორ მუშაობს ნერვული უჯრედები, მაცივრები, ატომური ელექტროსადგურები, ტროპიკული ტყეები, შავი ხვრელები და უბრალოდ ყველაფერი, რაც მათ უკავშირდება. შემეცნებითი მოგზაურობა ჯერ საკუთარი სხეულის აგებულების შესწავლით დაიწყეთ, შემდეგ თქვენს ქალაქში, ბუნებასა და კოსმოსში გადაინაცვლეთ და ნელ-ნელა გაარკვიეთ, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. დააკვირდით დიდი სიზუსტით შექმნილ ილუსტრაციებს და მათგან გაიგებთ, თუ როგორ მუშაობს თქვენი გული, რა გზებით მიიღება ელექტროენერგია, რა პროცესია ვულკანების ამოფრქვევა და როგორ შეიძლება თანამგზავრების საშუალებით დედამიწაზე ადამიანის ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა! DK-ის ყოვლისმომცველი ენციკლოპედია არამხოლოდ ბავშვებისთვის.