თეიმურაზ დოიაშვილი, ნათია სიხარულიძე – გალაკტიონი უცენზუროდ

კატეგორიები ,
გამომცემლობა

ყდა

მაგარი

ენა

გვერდების რაოდენობა

256

ფორმატი

13×21

ISBN

9789941494697

შეიძინე ონლაინ

24.95

უფასო მიტანა

საქართველოს მასშტაბით

მიტანის ვადა:

თბილისი 2-3 დღე. რეგიონები 3-4 დღე

ამ წიგნის იდეის ავტორი თავად გალაკტიონია, რომელსაც სურდა ერთად შეეკრიბა თავისი ეპიგრამები – ცენზურაგაუვლელი ლექსები.

გალაკტიონს არაერთ სკაბრეზულ ლექსსა და გამონათქვამს მიაწერენ. ის, რასაც ჩვენ მოგითხრობთ, დოკუმენტურ მასალას ეყრდნობა, ძირითადად, პოეტის ჩანაწერებს, აგრეთვე, სანდო მოგონებებსა და გადმოცემებს. ამბები საჭირო ფონს, ინფორმაციულ კონტექსტს ქმნის ეპიგრამების, მახვილსიტყვაობისა თუ არაორდინარული პერსონაჟის უცნაური ქცევის აღსაქმელად.

გალაკტიონის ეპიგრამების მთავარი ობიექტი მეფისტოფელური ეპოქაა – დამთრგუნველი, მოძალადე, ფარისევლური და ცინიკური ერთდროულად. პოეტის კონკრეტული სამიზნე უკულტურობაა, სულიერების დეფიციტი, ობივატელთა თვითკმაყოფილება, უფრო ხშირად კი – კოლეგა-მწერლების არცთუ ღირსეული საქციელი – მათი დაუსრულებელი ინტრიგები.

გალაკტიონის უცენზურო სტრიქონები ადამიანური გაღიზიანების, წყენის ნაყოფია და, ამდენად, სუბიექტურიც. ამიტომ მასთან სიტუაციები ჰიპერბოლიზებულია, შტრიხები – გროტესკულსკაბრეზული. პოეტი ცხოვრებაშიც და შემოქმედებაშიც გაურბოდა ბილწსიტყვაობას. სკაბრეზსა და ინვექტივას მხოლოდ ეპიგრამებსა და სატირულ შაირებში მიმართავდა, როგორც ჟანრის დამახასიათებელ სტილურ ელემენტებს.

წიგნს დამატების სახით ერთვის პოეტის მიერ სხვადასხვა დროს შეკრებილი სახუმარო ამბები, დიალოგები, ანეკდოტები.

ტექსტი გაფორმებულია გალაკტიონის ჩანახატებით.