დენიელ გოლმენი – ემოციური ინტელექტი

გამომცემლობა

ენა

ავტორი

შეიძინე ონლაინ

24.95

უფასო მიტანა

საქართველოს მასშტაბით

მიტანის ვადა:

თბილისი 2-3 დღე. რეგიონები 3-4 დღე

“არის თუ არა IQ ჩვენი ბედისწერა? არც იმდენად, როგორც გვგონია. დენიელ გოლმენის ეპოქალური მსოფლიო ბესტსელერი გვარწმუნებს, რომ ადამიანის ინტელექტზე ჩვენი წარმოდგენა მეტისმეტად ვიწროა, რადგან ის ვერ იტევს უნარ-ჩვევების მთელ წყებას, რომლებიც ღრმა კვალს ტოვებს ჩვენს ნამოქმედარზე. დღეს, ამ წიგნის პირველი გამოსვლიდან თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ, ცნება „ემოციური ინტელექტი” ჩვენი ყოველდღიური ლექსიკის ნაწილად ქცეულა. დენიელ გოლმენი გვისახელებს ფაქტორებს, რომელთა გამოც ხშირად, მაღალი IQ-ის – გონებრივი ინტელექტის კოეფიციენტის – მქონე ადამიანები მარცხდებიან, ხოლო ერთობ მოკრძალებული IQ-ის მქონენი გასაოცრად მაღალ შედეგებს აღწევენ. ეს ფაქტორები – თვითშეგნება, თვითდისციპლინა და ემპათია, რომლებსაც გონების სისხარტის სხვადასხვაგვარი სახეობა ერწყმის, დაბადებისას როდი ვლინდება. თუმცა ემოციური ინტელექტი ბავშვობაში ყალიბდება, ის შეიძლება გამუდმებით ვხვეწოთ და ვაძლიეროთ მთელი ცხოვრების განმავლობაში და ეს უთუოდ, არაერთ წარმატებას მოგვიტანს ჯანსაღი ცხოვრების სტილის, ადამიანებთან ურთიერთობებისა თუ პროფესიული საქმიანობის სფეროებში.”