მუზეუმები
შეიძინე ონლაინ
100.00₾
მიწოდება
თბილისი - 5 ლარი
რეგიონი - 7 ლარი
მიტანის ვადა:
შეძენიდან:
თბილისი 2-3 დღე
რეგიონები 4-5 დღე
მუზეუმებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან მილიონობით დამთვალიერებელი სტუმრობს. მუზეუმი კაცობრიობის მართლაც ფასდაუდებელ და შეუდარებელ ქმნილებად განიხილება. წიგნი მკითხველს მუზეუმების დაარსების მეტად საინტერესო ისტორიებს უამბობს; დეტალურად არის აღწერილი მუზეუმების აღმოცენებისა და განვითარების ისტორია, რომელიც ევროპის სამეფო საგანძურის კოლექციებს, განმანათლებლობის ეპოქით შთაგონებულ რარიტეტთა განძთსაცავებს, XIX საუკუნეში შექმნილ საჯარო მუზეუმებსა და მსოფლიოს წამყვან არქიტექტორთა დაპროექტებულ შესანიშნავ ნაგებობებს ასახავს. წიგნს დართული აქვს განსაცვიფრებელი ილუსტრაციები, რომლებიც ამ ღირსშესანიშნავ ნაგებობათა არქიტექტურული ღირებულების წარმოჩენას ემსახურება, რაც მკითხველს ამ საკვანძო ინსტიტუციების შესახებ სრულყოფილ, ნათელ წარმოდგენას შეუქმნის. თანამედროვე მუზეუმების ექსპონატთა უკეთ აღქმისა და შეფასების შესაძლებლობა სწორედ არქიტექტორთა, კურატორთა თუ მეცენატთა დაუღალავი, მიზანსწრაფული შრომის შედეგად გვეძლევა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია: დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ II, ნაპოლეონი, ჰენრი კლეი ფრიკი, პეგი გუგენჰაიმი, ენდრიუ კარნეგი, ალფრედ ჰამილტონ ბარი, ფრენკ ლოიდ რაიტი, ლე კორბუზიე, ფრენკ გერი, რიჩარდ როჯერსი, სერ ნიკოლას სეროტა და ზაჰა ჰადიდი. ცხადია, საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაში მუზეუმებს საკვანძო როლი აკისრიათ, რადგან ისინი ჩვენი საერთო- კულტურული გამოცდილების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. თუმცა უნებლიეთ იბადება კითხვა: როგორი მომავალი აქვს მუზეუმს თანამედროვე ციფრულ ეპოქაში?