ლევან გიგინეიშვილი – საუბრები ანტიკურ ფილოსოფიაზე
გამომცემლობა | |
---|---|
ენა | |
ყდა | რბილი |
გვერდების რაოდენობა | 240 |
შეიძინე ონლაინ
28.00₾
მიწოდება
თბილისი - 5 ლარი
რეგიონი - 7 ლარი
მიტანის ვადა:
შეძენიდან:
თბილისი 2-3 დღე
რეგიონები 4-5 დღე
წიგნში განხილულია ყველა ის უმთავრესი საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დააყენა ბერძნულმა ფილოსოფიურმა აზრმა. უპირველეს ყოვლისა, ავტორი მიმოიხილავს არქესა და მოძრაობის საწყისის პრობლემას, საიდანაც აღმოცენდა საკუთრივ ბერძნული ფილოსოფია. ამ კონტექსტში განხილულია ისეთი ფილოსოფოსების იდეები, როგორებიც იყვნენ დემოკრიტე, პითაგორა, ჰერაკლიტე და სხვები.
წიგნში განხილულია სოკრატეს ფილოსოფიის უმთავრესი თავისებურებები და ისიც, თუ რა განსაკუთრებული როლი აქვს სოკრატეს ფიგურას ფილოსოფიისა და აზროვნების ისტორიაში. როგორ უნდა გავიგოთ თუნდაც ციცერონის სიტყვები, რომლის მიხედვითაც „სოკრატემ ფილოსოფია ზეციდან ქალაქებში ჩამოიტანა“ და მიუსადაგა იგი ყოველდღიურობას? რა ურთიერთმიმართება არსებობდა სოკრატესა და სოფისტებს შორის? ვინ იყვნენ ეს უკანასკნელები და როგორ ჩაანაცვლეს მათ ლოგიკა რიტორიკით? სოკრატეს ცხოვრებისეულ ფილოსოფიასთან ერთად განხილულია პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიები.
წიგნში დეტალურად არის განხილული თუ რა თავისებურებები გააჩნია აღნიშნული მოაზროვნეების მოძღვრებებს და რაში სცილდებოდნენ ისინი ერთიმეორეს.
ამავდროულად ავტორი მიმოიხილავს ელინისტური ფილოსოფიის ისეთ მნიშვნელოვან ფილოსოფიურ სკოლებს, როგორებიცაა ეპიკურეიზმი და სტოიციზმი. ამ კონტექსტში საუბარი ეხება ეპიკურეს, ძენონის, ეპიკტეტესა თუ მარკუს ავრელიუსის ფილოსოფიურ ნააზრევებს.
დასასრულ, წიგნში განიხილება ნეოპლატონური ფილოსოფიის მიერ შემოთავაზებული სიახლეები ფილოსოფიის ისტორიაში და ამ მიმდინარეობის ძირითადი მახასიათებლები.