კატა და გენერალი-ნინო ხარატიშვილი

კოდი 0002-1 კატეგორიები , ,
გამომცემლობა

ენა

ISBN

9789941315435

ყდა

მაგარი

გვერდები

712

შეიძინე ონლაინ

39.95

მიწოდება

თბილისი - 5 ლარი
რეგიონი - 7 ლარი

მიტანის ვადა:

შეძენიდან:
თბილისი 2-3 დღე
რეგიონები 4-5 დღე

„რა გგონია, მსოფლიოში ერთი თავისუფალი რუსი მაინც არსებობს? ვინმე, ვისაც ეს ღირსებია? ჩვენ თავისუფლებას დუმილითა და შეუმჩნევლობით მოვიპოვებთ, თუ არადა, სამუშაო ბანაკი ან, უკეთეს შემთხვევაში, ცხრა კვადრატული მეტრი საკანი გველოდება. ჩვენი თავისუფლება უმოქმედობა და აპათიაა, ან შიში. ამიტომაც ვართ მუდამ სხვისი თავისუფლების მიმტაცებლები, მუდამ სადღაც ვიჭრებით დაუპატიჟებელი სტუმრებივით და სხვისი თავისუფლების მისაკუთრებას ვცდილობთ, რადგან ყველა გვძულს, ვინც ჩვენნაირი არ არის. რადგან ვერ ვიტანთ, თუკი ვინმეს ის აქვს, რაც ჩვენ არასდროს გვქონია და არც არასდროს გვექნება. იცი, რატომ, ბორია? იცი, რატომაა ასე? იმიტომ, რომ ერთმანეთს ვხოცავთ – ისე, როგორც მაშინ, როცა სულ მოკლე დროით დიდი ხნის ნანატრი თავისუფლება გვეღირსა. საერთოდ არ შეგვიძლია თავისუფლება. არ გვინდა“.
ნინო ხარატიშვილი ამ წიგნში საბჭოთა იმპერიის ნანგრევებს შორის გაჩენილ პირდაღებულ უფსკრულებზე გვიყვება. გარემოზე, სადაც პერსონაჟები კლასიკური ტრაგედიისთვის დამახასიათებელი სიმძაფრით ეჯახებიან ერთმანეთს.
კატა ბავშვობისას გერმანიაში ემიგრირებული ქართველი გოგონას მეტსახელია, გენერალი კი, ზრდასრულ ასაკში ბერლინში საცხოვრებლად გადასული რუსი ოლიგარქის. ხოლო ის, ვინც ამ ორ ადამიანს აერთიანებს, ვის გამოც მათი გზები უცნაურად იკვეთება, ჩეჩენი გოგონაა, ნურა.
ნურას – მშობლიური ხეობიდან გაქცევაზე მეოცნებე გოგონას – ამბავი 1994-1996 წლებში მიმდინარე ჩეჩნეთის პირველი ომის ფონზე ვითარდება, კატა და გენერალი კი მოგვიანებით, ჩეჩნეთის მოვლენებიდან 20 წლის გასვლის შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს და ამ რომანისთვის სიმბოლური ნივთის, რუბიკის კუბიკის ნაწილებივით უცნაურად ირევა და ლაგდება მიზეზ-შედეგობრივი მოვლენები, პერსონაჟთა ქცევის ღია თუ ფარული მოტივები.
გერმანულიდან თარგმნა ნათია მიქელაძე-ბახსოლიანმა