ვირჯინია ვულფი – გზა შუქურისკენ
დასახელება | ვირჯინია ვულფი – გზა შუქურისკენ |
---|---|
გამომცემლობა | |
გამოცემის წელი | 2015 |
ყდა | მაგარი |
ენა | |
ფორმატი | 14.5 X 21.5 |
გვერდების რაოდენობა | 278 |
სერია | |
ISBN | 9789941232862 |
შეიძინე ონლაინ
14.90₾
გაყიდულია
მიწოდება
თბილისი - 5 ლარი
რეგიონი - 7 ლარი
მიტანის ვადა:
შეძენიდან:
თბილისი 2-3 დღე
რეგიონები 4-5 დღე
ვირჯინია ვულფი (1882 –1941) XX ს.-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მწერალი მოდერნისტი, ცნობილ ინტელექტუალთა, „ბლუმსბერი ჯგუფის“ დამფუძნებელი. ჯეიმს ჯოისის კვალდაკვალ იგი პირველთაგანია, ვინც შეიმუშავა და გამოიყენა „ცნობიერების ნაკადის“ სტილი ლიტერატურაში.
სწორედ ამ ინოვაციური ხერხის გამოყენების ბრწყინვალე ნიმუშია რომანი „გზა შუქურისკენ“, რომელიც პირველი მსოფლიო ომის წინა და შემდგომი პერიოდის ზედა საშუალო კლასის ინგლისელი ოჯახის, რემზების ცხოვრებას ეძღვნება. მოქმედება ვითარდება ჰებრიდის კუნძულებზე, ცნობილი მეცნიერის, მისტერ რემზისა და მისი მეუღლის აგარაკზე – მათი მრავალრიცხოვანი სტუმრების დიდი მიზიდულობის ცენტრში. მწერალი საოცარი ოსტატობით და სიფაქიზით ქარგავს ადამიანების ურთიერთობების, ცოლისა და ქმრის, მშობლებისა და შვილების, მამაკაცისა და ქალის მარადიული კონფლიქტის, მათი განცდების, სიყვარულის, სიძულვილის, ტრაგედიის სურათებს და ქმნის მათივე თვალით დანახული სამყაროს წარუშლელ ხატებს.
რომანი „გზა შუქურისკენ“ ლირიკული პროზის შედევრია. მისი ზოგიერთი მონაკვეთი ჭეშმარიტად შეიძლება მივიჩნიოთ პოეზიად პროზაში.
შეუძლებელია, რომანმა გულგრილი დატოვოს ლიტერატურის მოტრფიალე მკითხველი.