%

სიცოცხლე, სამყარო და ყველაფერი; კაცი რომელიც სახეებს მიღმა ხედავდა; რესტორანი სამყაროს დასალიერში

კოდი 0002-1 კატეგორიები ,
გამომცემლობა

შეიძინე ონლაინ

Original price was: 44.70₾.Current price is: 24.60₾.

გაყიდულია

მიწოდება

თბილისი - 5 ლარი
რეგიონი - 7 ლარი

მიტანის ვადა:

შეძენიდან:
თბილისი 2-3 დღე
რეგიონები 4-5 დღე

3 წიგნი 44.70 ლარის ნაცვლად 24.60 ლარად

  1. რესტორანი სამყაროს დასალიერშიდაგლას ადამსის „ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში“ იუმორისტული სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია და 1979 წლიდან დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას ამ ჟანრის მოყვარულთა შორის. მახვილგონივრული იუმორით მოთხრობილი ამბავი ერთი დედამიწელის მოგზაურობის შესახებ გალაქტიკაში, ერთნაირად შეიყვარა მკითხველმა, მსმენელმა და მაყურებელმა, რადგან „გზამკვლევმა“ თავიდანვე მრავალი ფორმა შეიძინა: თავდაპირველად ის რადიოპიესა იყო, რომელსაც თითქმის მაშინვე მოჰყვა წიგნი, შემდეგ სატელევიზიო შოუ, აუდიოჩანაწერები და სრულმეტრაჟიანი ფილმი. ადამსის ხუთწიგნიან სერიას ერინ კოლფერმა 2009 წელს (პირველი წიგნის გამოსვლიდან 30 წლისთავზე) მეექვსე წიგნიც შემატა, რაც უდავოდ იმის დასტურია, რომ გალაქტიკაში გზამკვლევი დღემდე ბევრს სჭირდება.
  2. მთარგმნელი: გურამ ღონღაძე
    სიცოცხლე, სამყარო და ყველაფერი – ართურ დენტი დაგვემოწმება, რომ დროში დაკარგვა ყველაზე ცუდი რამეა. მას კი ნამდვილად დაეჯერება, ის ხომ დროსა და სივრცეში არაერთხელ აბნეულა. სივრცეში დაკარგვისას თავს რამით მაინც გაირთობ, დრო კი…
  3. მთარგმნელი: მერაბ ფიფია

    კაცი რომელიც სახეებს მიღმა ხედავდა – შარლერუაში, პატარა ბელგიურ ქალაქში მომხდარმა სისხლიანმა ტერაქტმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ეკლესიის პარმაღზე დატრიალებულმა ტრაგედიამ უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აფეთქების ავტორებად რელიგიურ ფანატიკოსებს მოიაზრებენ. ოგიუსტენი, უსახლკარო ახალბედა ჟურნალისტი, რომელსაც ძლივს ეღირსა სამუშაო ადგილობრივ გაზეთში, მოვლენების ეპიცენტრშია და გადაწყვეტს, ჟურნალისტური გამოძიება წამოიწყოს. გამოძიება კი ალბათ არ გაუჭირდება, ის ხომ უნიკალური ნიჭითაა დაჯილდოებული – შეუძლია ადამიანების გარშემო მოფარფატე პაწაწინა არსებები შეამჩნიოს. ვის ხედავს ოგიუსტენი? – ანგელოზებს? დემონებს? გარდასულ დღეთა მოგონებებს თუ მიცვალებულებს, საკუთარ სვე-ბედს რომ ვერ შერიგებიან? იქნებ სულაც ჭკუიდან შეიშალა? ან იქნებ თავადაა ის ბრძენი, რომელსაც სხვათა სიგიჟის გაშიფვრა ძალუძს?.. ერიკ-ემანუელ შმიტი მისთვის დამახასიათებელი თხრობის ორიგინალური სტილით ადამიანის სულის საიდუმლოებათა კვლევას განაგრძობს.