6 ტომი – ჰენრიკ სენკევიჩი – ვიდრე ჰხვალ?

დამატებითი ინფორმაცია

გამომცემლობა

ენა

ISBN

9789941380327

ყდა

მაგარი

გვერდები

630

შეიძინე ონლაინ

16.95

მიწოდება

თბილისი - 5 ლარი
რეგიონი - 7 ლარი

მიტანის ვადა:

შეძენიდან:
თბილისი 2-3 დღე
რეგიონები 4-5 დღე

რომანში მოქმედება იმპერატორ ნერონის ეპოქაში ვითარდება. ეს არის დიდი ისტორიული ცვლილების დრო, როცა რომში პირველი ქრისტიანები ჩნდებიან და, მიუხედავად სასტიკი ანგარიშსწორებისა წარმართული სახელმწიფოს მხრიდან, მაინც ახერხებენ ქრისტეს რწმენის არა მხოლოდ გადარჩენას, არამედ გავრცელებასაც. … სენკევიჩი იშვიათი ოსტატობით აღწერს რომის იმპერიის ყოველდღიურობას შესანიშნავადაა გადმოცემული, ერთი მხრივ, საიმპერატორო კარის ცხოვრება, კეისრის თავაშვებული ორგიები, ფუფუნება, დაუსრულებელი ნადიმები, გარყვნილება, საცირკო სანახაობები და მეორე მხრივ ქრისტიანთა უბრალო, რწმენითა და იმედით სავსე ყოფა, მათი თავგანწირვა და სიყვარული. რომანში ჩანან ქრისტეს მოწაფეები, პეტრე და პავლე, და სახარების ცნობილ სიუჟეტებს სწორედ მათი ნაამბობით ეცნობა მკითხველი. რომანის მთავარი გმირი ახალგაზრდა ტრიბუნი, მარკუს ვინიციუსია, რომელსაც ქრისტიანი ქალი უყვარს და შეუძლებლის გაკეთებას ცდილობს მის გადასარჩენად. გარდა იმისა, რომ გატაცებით საკითხავია, რომანს საგანმანათლებლო მნიშვნელობაც აქვს როცა მის კითხვას დაასრულებთ, გაცილებით მეტი გეცოდინებათ რომის იმპერიისა და ქრისტიანობის წარმოშობაზე, ვიდრე ახლა იცით!