ავტორი | |
---|---|
გამომცემლობა | |
გამოცემის წელი | 2020 |
ყდა | რბილი |
ენა | |
გვერდების რაოდენობა | 276 |
ISBN | 9789941305566 |
15.90₾
თბილისი - 5 ლარი
რეგიონი - 7 ლარი
შეძენიდან:
თბილისი 2-3 დღე
რეგიონები 4-5 დღე
„სეროტონინის“ მთავარ პერსონაჟს, სოფლის მეურნეობის მართვის სპეციალისტს, ფლორან-კლოდ ლაბრუსტს დეპრესია ტანჯავს – იგი შორდება მორიგ ქალს, აკვირდება გაღატაკების პირას მყოფ ფრანგ ფერმერებს, წუხს, რომ ვერაფრით ეხმარება მათ და ამას საკუთარ მარცხად მიიჩნევს. მარტოსული და იმედგაცრუებული გმირი ცდილობს, თავის დეპრესიას უმკურნალოს პრეპარატით, რომელიც სისხლში სეროტონინის მომატებას უზრუნველყოფს – სეროტონინს ბედნიერების ჰორმონსაც ეძახიან. მაგრამ ამისათვის ძვირის გადახდა უწევს. ერთადერთი, რაც ჯერ კიდევ სძენს აზრს მის არსებობას, ესაა იმედი, რომ დაიბრუნებს ქალს, რომელიც მართლა უყვარდა და დაკარგა… ქართველი მკითხველი უკვე კარგა ხანია, იცნობს დღეისათვის ყველაზე გამოჩენილ ფრანგ მწერალს, არაერთი ლიტერატურული, მათ შორის გონკურის, პრემიის ლაურეატს, მიშელ უელბეკს – ავტორს ისეთი მსოფლიო ბესტსელერებისა, როგორებიცაა: „ელემენტარული ნაწილაკები“, „პლატფორმა“, „კუნძულის შესაძლებლობა“, „რუკა და ტერიტორია“, „მორჩილება“ და სხვ. რომანი „სეროტონინი“ 2019 წლის იანვარში გამოვიდა საფრანგეთში. საფრანგეთის მთავრობამ მიშელ უელბეკი 2019 წლის აპრილში საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა.