საქართველო – არარჩეული გზა

კოდი 0002-2-2-2-1-2-1-1-1-2-1 კატეგორია

დამატებითი ინფორმაცია

გამომცემლობა

გამოცემის წელი

2025

ენა

ISBN

9789941318559

ყდის ტიპი

რბილი

ავტორი

ვანო ბურდული

ჟანრი

კრიტიკა-ესეისტიკა-დოკუმენტური პროზა

შეიძინე ონლაინ

19.95

მიწოდება

თბილისი - 5 ლარი
რეგიონი - 7 ლარი

მიტანის ვადა:

შეძენიდან:
თბილისი 2-3 დღე
რეგიონები 4-5 დღე

„ქვეყანა, რომელიც უნდა ვინატროთ, და ქვეყანა, რომელში ცხოვრებაც გვეკუთვნის…“ – ეს ფიქრი თუ, გნებავთ, სურვილი აღეძვრება მკითხველს ვანო ბურდულის წიგნის, „საქართველო – არარჩეული გზა“, წაკითხვის შემდეგ და სრულიად სამართლიანადაც. ტექსტიდან მკაფიოდ ჩანს, როგორ იცნობს (და არა მხოლოდ იცნობს, არამედ იაზრებს, იკვლევს) ავტორი საქართველოს უახლეს წარსულს, ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ქაოსურ ბუნებასა თუ, ზოგადად, გეოპოლიტიკურ ძვრებს, რომელთა გაცნობიერების შედეგად, ორიგინალური და განსხვავებული გზით ქმნის ერთგვარ ალტერნატიულ რეალობას. ამ განზომილებაში ავტორის სამშობლოს შესაძლებელია მართლაც რომ სიტყვა „სასურველი“ შეეფერებოდეს და არა მხოლოდ „სასურველი“, არამედ „ხელშესახები“, „შესაძლებელი“, „განხორციელებადი“, ქვეყნის ისტორიული მდინარების ბორბალი სხვაგვარად რომ დატრიალებულიყო.
თუმცა ავტორის მიერ შექმნილი ეს ალტერნატიული ისტორია არ წარ მოადგენს იმედგაცრუებას წარსულის მიმართ, პირიქით ის გვიბიძგებს ვიყოთ კეთილი მომავლის შესაძლებლობით შთაგონებულნი, რადგან, როგორც ავტორი გვახსენებს, ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შეგიძლია, რეალურია (პაბლო პიკასო) და ამ წარმოდგენითა და რწმენით, ყველა გეოპოლიტიკური სირთულის მიუხედავად, ჩვენი ბედი ჯერ კიდევ ჩვენს ხელთაა. ჩვენს ხელთაა გავიაზროთ წარსული და დავიწყოთ საკუთარი ისტორიის თავად წერა.