ზაირა არსენიშვილი – ქარი, ამწევი ფარდის

დამატებითი ინფორმაცია

გამომცემლობა

ენა

ISBN

9789941371974

ყდა

რბილი

შეიძინე ონლაინ

18.90

მიწოდება

თბილისი - 5 ლარი
რეგიონი - 7 ლარი

მიტანის ვადა:

შეძენიდან:
თბილისი 2-3 დღე
რეგიონები 4-5 დღე

„ქარი, ამწევი ფარდის“ ზაირა არსენიშვილის მოთხრობების კრებულია. მასში თავმოყრილია ყველაფერი, რასაც ავტორი განიცდიდა თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე.

ის თვითმხილველთა მონათხრობს იწერდა. ზოგჯერ თვითონ იყო ამა თუ იმ ამბის შემსწრე. შემდეგ მათ მხატვრულ სახეს აძლევდა და მოთხრობებად აქცევდა.

ამ მოთხრობებში ისმის გამოძახილი გლობალური ისტორიული მოვლენებისა. ეს ამბები საქართველოს ქალაქებსა თუ სოფლებსაც სწვდებოდა.

წიგნში ნაჩვენებია მეოცე საუკუნის რუსეთში ბოლშევიკების გამარჯვების შედეგები. გაიელვებს რევოლუციის შემდგომი მოვლენები, უმძიმესი 30-იანი წლები. აღწერილია მეორე მსოფლიო ომი და ხალხის ცხოვრება ომის შემდეგ.

ამ ამბების მთავარი გმირები არიან ადამიანები, თავიანთი დადებითი თუ უარყოფითი თვისებებით. აქ მონაცვლეობს ღრმა ადამიანური სევდა და ხალასი იუმორი. ყოველივე ეს დაწერილია ზაირა არსენიშვილისთვის დამახასიათებელი არაჩვეულებრივი მდიდარი ქართული ენით.