ვ. გ. ზებალდი – აუსტერლიცი

კოდი 0002-1 კატეგორიები ,

დამატებითი ინფორმაცია

ავტორი

გამომცემლობა

გამოცემის წელი

2022

გვერდი

284

ენა

ISBN

9789941117206

ყდა

რბილი

ფორმატი

13.5 x 19.5

შეიძინე ონლაინ

17.90

მიწოდება

თბილისი - 5 ლარი
რეგიონი - 7 ლარი

მიტანის ვადა:

შეძენიდან:
თბილისი 2-3 დღე
რეგიონები 4-5 დღე

„აუსტერლიცი“ ვინფრიდ გეორგ ზებალდის ბოლო რომანია, რომელიც 2001 წელს, მწერლის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გამოიცა. 1967 წელს, ანტვერპენის ცენტრალურ სარკინიგზო სადგურში, მთხრობელი ხვდება ჟაკ აუსტერლიცს, ხელოვნების ისტორიკოსს, რომლის ცხოვრების ამბავსაც ნელ-ნელა ვიგებთ. ოთხი წლის აუსტერლიცი ნაცისტებს გამოარიდეს და, სხვა ებრაელ ბავშვებთან ერთად, ჩეხოსლოვაკიიდან დიდ ბრიტანეთში ჩაიყვანეს, სადაც ის უელსელი მღვდლის ოჯახში აღიზარდა. წლების შემდეგ აუსტერლიცი მთელ ევროპაში ეძებს დაკარგულ წარსულს.

ზებალდის გავლენა თანამედროვე ლიტერატურაზე განუსაზღვრელია, „აუსტერლიცი“ კი XXI საუკუნის პირველი ოცწლეულის ერთ-ერთ მთავარ წიგნად ითვლება. მწერლის ტექსტების ჟანრის განსაზღვრა რთულია, მაგრამ, ტრადიციულად, მათ რომანებად მოიხსენიებენ. სულ ზებალდმა ოთხი რომანი დაწერა. ოთხივე მათგანი დოკუმენტური და მხატვრული პროზის მიჯნაზეა, რასაც წიგნებს თანდართული შავ-თეთრი ფოტოებიც უსვამს ხაზს.
„აუსტერლიცი“ გერმანელი მწერლის მეორე წიგნია, რომელიც ქართულად ითარგმნა. „დიოგენეს“ ასევე გამოცემული აქვს ზებალდის „ემიგრანტები“.