25.00₾
თბილისი - 5 ლარი
რეგიონი - 7 ლარი
შეძენიდან:
თბილისი 2-3 დღე
რეგიონები 4-5 დღე
ევრიპიდეს შემოქმედებაში თავი იჩინეს ძვ.წ. V საუკუნეში აღმოცენებულმა სოფისტურმა წარმოდგენებმა, რომლებისთვისაც ნიშანდობლივი იყო ძველი ფასეულობებისადმი ახლებური დამოკიდებულება. ევრიპიდეს ტრაგედიათა გმირები ათენის სცენაზე მსჯელობდნენ სამყაროსეული წესრიგის სამართლიანობის, ამ წესრიგის შემეცნების პრობლემებზე; მათი მონოლოგები იყო ჩაფიქრება მითოლოგიური ტრადიციისა თუ რელიგიის განცდაზე; ისინი საუბრობდნენ ადათ-წესებსა და მორალზე, სამშობლოს სიყვარულზე, ყოველივე იმაზე, რაც აღელვებდა და აინტერესებდა თეატრში მისულ მოქალაქეს.