დასახელება | ფიოდორ დოსტოევსკი – ძმები კარამაზოვები |
---|---|
გამომცემლობა | |
გამოცემის წელი | 2018 |
ყდა | მაგარი |
ენა | |
ფორმატი | 14.5 X 21.5 |
გვერდების რაოდენობა | 892 |
სერია | |
ISBN | 9789941239021 |
27.90₾
არ არის მარაგში
თბილისი - 5 ლარი
რეგიონი - 7 ლარი
შეძენიდან:
თბილისი 2-3 დღე
რეგიონები 4-5 დღე
ფიოდორ დოსტოევსკის გახმაურებულ რომანს „ძმები კარამაზოვები“ ქართული საზოგადოებისთვის განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ესაა ნაწარმოები, რომელმაც გამოქვეყნებისთანავე (1880 წ.) მიიპყრო მკითხველის ყურადღება და დღესაც ისევე პოპულარულია (თუ უფრო მეტად არა), როგორც 140 წლის წინ.
„ძმები კარამაზოვების“ დაწერას ფიოდორ დოსტოევსკიმ თავისი სიცოცხლის ორი უკანასკნელი წელია შეალია. რომანის დაბეჭდვიდან რამდენიმე თვეში მწერალი გარდაიცვალა. დარჩა დაუსრულებელი გენიალური ნაწარმოები და უამრავი გაშლილი თემა: ღმერთის არსებობის საკითხი, თავისუფალი ნება, მორალი, ეჭვი, რწმენა; დარჩა რომანი, რომელმაც განსაზღვრა ლიტერატურის განვითარების მთელი შემდგომი გზა. თუმცა, როგორც ჰერმან ჰესე ამბობდა: „ბედნიერებაა, რომ დოსტოევსკიმ ვერ დაამთავრა „ძმები კარამაზოვები“. დასრულებული თხზულება ააფეთქებდა როგორც რუსულ ლიტერატურას, ისე მთელ რუსეთსა და მთელ კაცობრიობას. მაგრამ ნათქვამსაც, თუნდაც ბოლომდე უთქმელს, ვერ გააქრობ, ვერ აქცევ უთქმელად“.
ესაა წიგნი სამი ძმის, სამი კარამაზოვის შესახებ, თუმცა, მათი ცხოვრების მიღმა სხვების უამრავ ცხოვრებისეულ კითხვაზეც იმალება პასუხი.