დასახელება | მურასაკი შიკიბუ – ამბავი უფლისწული გენჯისა |
---|---|
გამომცემლობა | |
გამოცემის წელი | 2019 |
ყდა | მაგარი |
ენა | |
ფორმატი | 14.5 X 21.5 |
გვერდების რაოდენობა | 650 |
სერია | |
ISBN | 9789941239007 |
21.90₾
თბილისი - 5 ლარი
რეგიონი - 7 ლარი
შეძენიდან:
თბილისი 2-3 დღე
რეგიონები 4-5 დღე
ყველა ქვეყნის ისტორიაში არის გარდამტეხი პერიოდები. იაპონიის ისტორიაში ერთ-ერთი ასეთი პერიოდი VIII-XI საუკუნეებს მოიცავს. ეს ის დროა, როცა ქვეყანა ჩინეთის გავლენისგან თავისუფლდება; როცა იწყება ახალი, ჰეიანური ეპოქა. სწორედ XI საუკუნეში ცხოვრობდა იმპერატორის კარის სეფექალი, უძველესი გვარის, ფუჯივარას წარმომადგენელი მურასაკი შიკიბუ, რომლის მიერ შექმნილმა ნაწარმოებმა „ამბავი უფლისწული გენჯისა“ საუკუნეებს გაუძლო.
იაპონიის სამეფო კარის ცხოვრების დახვეწილი პორტრეტი, რომელიც XI საუკუნეში შეიქმნა, მსოფლიოში ცნობილია, როგორც პირველი რომანი. მკითხველის თვალწინ იშლება ჰეიანელი არისტოკრატიის ყოველდღიური ცხოვრების სურათები. მკაფიოდ დახატული პერსონაჟები, ეროტიკული კოლორიტი, მძაფრი გრძნობები და ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა არც თანამედროვე მკითხველს დატოვებს გულგრილს.
XI საუკუნეში შექმნილი ეპოპეა 54 თავისაგან შედგება. ამ წიგნში მოცემული 15 თავი წარმოდგენას შეგიქმნით იმ პერიოდის იაპონიის არამდგრადი პოლიტიკური მდგომარეობის, სახელმწიფო წყობისა და კულტურის შესახებ. დართული შენიშვნები და კომენტარები დაგეხმარებათ, იმ პერიოდის იაპონიის პოლიტიკურ და სოციალურ იერარქიასა და უძველეს ტრადიციებში გაერკვეთ.