უკურნებელი სენით დაავადებული ხანდაზმული ლედი აგათა დოუსონის სიკვდილში, ერთი შეხედვით, საეჭვო არაფერია. მიუხედავად ამისა, ლორდ პიტერ უიმზის მაინც ეჭვი ღრღნის. რამდენიმე დღის შემდეგ, ტყეში ქალბატონის მოახლე ბერტას გვამს პოულობენ. იდუმალი ამბები აშკარად გარდაცვილის ქონებას უკავშირდება, თუმცა აგათას ერთადერთი მემკვიდრე ჰყავს – ახალგაზრდა ნათესავი მერი უიტაკერი. მაგრამ მოულოდნელად ჰორიზონტზე ლედის შორეული ნათესავი, ხელმოკლე მღვდელი ალილუია დოუსონიც ჩნდება…