5 ტომი – პოლ ოსტერი – ნიუიორკული ტრილოგია

გამომცემლობა

ენა

ISBN

9789941380327

ყდა

მაგარი

გვერდები

630

შეიძინე ონლაინ

16.95

მიწოდება

თბილისი - 5 ლარი
რეგიონი - 7 ლარი

მიტანის ვადა:

შეძენიდან:
თბილისი 2-3 დღე
რეგიონები 4-5 დღე

პოლ ოსტერის „ნიუიორკული ტრილოგია“ სამ რომანს „შუშის ქალაქი“, „აჩრდილები“ და „დაკეტილი ოთახი” აერთიანებს და ის მეოცე საუკუნის 80-იან წლებში დაიწერა. თითოეული, ერთი შეხედვით, დამოუკიდებელი რომანია, თუმცა ამბიდან ამბავში ნაცნობი სიუჟეტები, ადგილები, ლიტერატურული სახეები და მისტიკა დაგვყვება, რაც ნაწარმოებს ერთგვარი იდუმალებით მოსავს და მკითხველს უფრო და უფრო მეტ კითხვას უჩენს. ტრილოგია, შეიძლება ითქვას, რომ ნახევრად დეტექტივია, თუმცა „მარტოობის გამომგონებელი“ ოსტერი სიუჟეტებს ისე ავითარებს, რომ თხრობა დეტექტივისგან სრულიად განსხვავებულ სივრცესა და განზომილებაში ინაცვლებს. ამიტომ ძნელია ზღვრის დადგენა გამოგონილსა და სინამდვილეს, პერსონაჟთა რეალურობასა და აჩრდილებს შორის. ნიუიორკიც ერთიანი პირობითი სამყაროს ცენტრი შეშლილობამდე მისული, არარეალური, მეტაფიზიკური ქალაქია… აქ არსებული სივრცითი და დროითი საზღვარი კი დარღვეული. ამ ამბავში ასეც ხდება: პერსონაჟი იტყვის, მეგონა, თვითონ მითვალ– თვალებდა, მაგრამ, სინამდვილეში, კვალში მე ჩავუდექიო.