ყოველი ახალი წიგნი მნიშვნელოვანია მკითხველისთვის, განსაკუთრებით თუ ის განსხვავებულია ჟანრობრივად. ავტორის ყურადღების არეალში საქართველოს წმინდანებია. მან საქართველოს წმინდანთა ბიოგრაფიებთან ერთად, მათი ცხოვრება ასახა აკროსტიქულ ლექსთა ბწკარედებში.
ამ გამოცემით ერთგვარად ტრილოგია შეკრა ავტორმა და კიდევ ერთხელ ჩაგვაფიქრა, რომ ისტორია ერის მეხსიერება და ქვეყნის ძლიერების ბალავარია.