ფაზლებიანი წიგნები – ბავშვის გართობისა და განვითარების საუკეთესო საშუალება.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, ბავშვს ძირითადად ისეთი რამ ვაჩუქოთ, რაც დადებითად აისახება მის განვითარებაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვები თამაშით უამრავ რამეს სწავლობენ. ხშირად იმაზე მეტსაც, ვიდრე გვგონია.

ფაზლი ანუ ასაწყობი ნახატი, რომელიც  მნიშვნელოვანწილად მოქმედებს ბაშვის გონებრივ განვითარებაზე, თავსატეხი თამაშია, რომელშიც აუცილებელია ნახატის ბევრი სხვადასხვა ფორმის ფრაგმენტიდან ერთი საერთო მოზაიკის აწყობა. ამიტომ ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ საჩუქრის შერჩევისას თამამად შეგიძლიათ თქვენი არჩევანი სწორედ ამ ვარიანტზე შეაჩეროთ. 

ფსიქოლოგების აზრით, მას მრავალმხრივი დანიშნულება აქვს და დადებით გავლენას ახდენს არა მხოლოდ პატარებზე, არამედ უფროსებზეც. ბავშვების შემთხვევაში, ფაზლის აწყობა ხელს უწყობს გამომსახველობითი და ლოგიკური აზროვნების განვითარებას, ყურადღების მობილიზებას, აღქმას – ფერების, ფორმების, ზომების და ამასთანავე, განავითარებს წვრილმან მოტორიკას.

ფაზლის არჩევისას, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მის სირთულეს, გაარკვიეთ რა ასაკზეა ის გათვლილი. უმცროსი ასაკისთვის შედარებით მცირე რაოდენობის ნაწილებისგან შედგენილი და არც ისე დატვირთული ნახატი უნდა აარჩიოთ, უფროსი ასაკისთვის კი შედარებით რთული და ბევრი დეტალისგან შედგენილი ფაზლი. 

ელვა.ჯი საზაფხულო აქციების ფარგლებში  გთავაზობთ  საუკეთესო ფაზლებიანი წიგნების ოთხეულს.

  1. გამოგონებები
  2. პატარა პრინცი
  3. თოვლის დედოფალი
  4. პრინცესების უზარმაზარი პაზლი და წიგნი