სტივენ კინგი – სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მწერალი

სტივენ კინგი – სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მწერალი

ჰორორისა და ფენტეზის ჟანრის მოყვარული რომც არ იყოთ და მისტიკა საერთოდ არ გიტაცებდეთ, სტივენ  კინგის სახელი მაინც გეცოდინებათ. სტივენ კინგი არის მწერალი, რომელიც თანამედროვე მასობრივ კულტურას ქმნის და, ამავდროულად, მის სახეს წარმოადგენს – ანუ სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული – ამერიკული მითის შემადგენელი ნაწილია.

54 რო­მა­ნი და 200 მო­თხრო­ბა 350 მლნ-ზე მეტი გა­ყი­დუ­ლი ეგ­ზემპლა­რით – ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ამ­ჟა­მად სტი­ვენ კინ­გის ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია. მისი წიგ­ნე­ბით არა­ერ­თი რე­ჟი­სო­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა. მი­სი­ვე სცე­ნა­რე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მე­ბი კი ყო­ველ­თვის კი­ნოკ­რი­ტი­კო­სე­ბი­სა და კი­ნოს მოყ­ვა­რუ­ლე­ბის და­დე­ბით შე­ფა­სე­ბებს იმ­სა­ხუ­რებს. გარ­და ამი­სა, მას და­წე­რი­ლი აქვს არა­ერ­თი სას­ცე­ნო ტექ­სტი, რო­გორც ფან­ტას­ტი­კის, ისე­ვე არა­ფან­ტას­ტი­კის ჟანრ­ში. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის: ბრემ სტოკერის პრემია, ო’ჰენრის პრემია, ფენტეზის მსოფლიო პრემია. 2003 წელს ამერიკის წიგნის ეროვნულმა ფონდმა ოქროს მედლით დააჯილდოვა ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

სტივენ კინგი ქართველ მკითხველშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. საკმაოდ ცნობილია მისი რომანების სერია „ბნელი კოშკი“. კინ­გმა რო­მა­ნე­ბის ციკ­ლის “ბნე­ლი კოშ­კის” გა­მო­ცე­მა 1982 წელს და­ი­წყო. იგი ფენ­ტე­ზის, სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის, ჰო­რო­რის, ვეს­ტერ­ნი­სა და გარ­კვე­ულ­წი­ლად, მე­ლოდ­რა­მის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ზა­ვია. ცნო­ბი­ლია, რომ კინ­გის­თვის შთა­გო­ნე­ბის წყა­როდ იქცა რო­ბერტ ბრა­უ­ნინ­გის პო­ე­მა “ჩა­ილდ რო­ნალ­დი ბნელ კოშკს მი­ად­გა” და ასე­ვე ტო­მას ელი­ო­ტის “უნა­ყო­ფო მიწა”.

ბნელი კოშკი – მსროლელი

სტივენ კინგის „მსროლელი“ თავიდან ნაწილ-ნაწილ იბეჭდებოდა ჟურნალში Fantasy & Science Fiction, მაგრამ თანდათან რვა წიგნისგან შემდგარ „ბნელი კოშკის“ საგაში გადაიზარდა და, ავტორის თქმით, მისი შემოქმედების მწვერვალად იქცა. „მსროლელი“ მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი, მის მიხედვით გადაღებული მხატვრული ფილმი 2017 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე. უკანასკნელი მსროლელი როლანდ დისქეინი უკვე მრავალი წელია, შეუპოვრად დაეძებს იდუმალ ბნელ კოშკს _ ყველა სამყაროს შემაკავშირებელ ღერძს, რომელიც სამყაროებს განადგურებისგან იცავს. როლანდს ძველი მეტოქის, ძლევამოსილი დაცბიერი ჯადოქრის, შავსამოსიანი კაცის შეპყრობა განუზრახავს, რათა მისი მეშვეობით ბნელ კოშკამდე მიაღწიოს. ამ საქმეში კი მას უჩვეულო დამხმარე გამოუჩნდება.

ბნელი კოშკი – ჯადოქარი და ბროლი

“ჯადოქარი და ბროლი” ციკლის მეოთხე წიგნია. მესამე წიგნის,”უნაყოფო მიწების”, ბოლოს ბლეინი ,კომპიუტერით მართული შეშლილი მატარებელი, როლანდსა და მის კა-ტეტს უცხადებს, რომ თუ გამოცანების შეჯიბრებაში ვერ დაამარცხებენ, ლიანდაგიდან გადავა. სწორედ ამ გამოცანების შეჯიბრებით იწყება “ჯადოქარი და ბროლი”, რომელშიც ბევრ საინტერესო ამბავს ვიგებთ.რა მოხდა მას შემდეგ, რაც როლანდმა კაცობის გამოცდა ჩააბარა და მასწავლებელი დაამარცხა? ვინ არის სიუზენი, რატომ ერჩის მას კუდიანი რია? მეოთხე ნაწილში მრავალი საიდუმლო გამჟღავნდება…

ბნელი კოშკი – კალას მგლები

„კალას მგლები“ ციკლის მეხუთე წიგნია. ავტორი მკითხველს ამჯერადაც საინტერესო და იდუმალებით მოცულ სამყაროში ეპატიჟება. რა არის კალა და რა სურთ მათ მის მცხოვრებლებს? ვინ არის უცნაური მღვდელი, საკუთარ თავს მამა კალაჰენს რომ უწოდებს? რა მაგიური ძალა იმალება მის ეკლესიაში? საით მიდის გამოქვაბული, რომლისაც ყველას ეშინია? რა უნდა სუზანას სხეულში დაბადებულ მიას? ბოლოს და ბოლოს, ვინ არიან თანდერკლეპიდან ჩამოსული მგლები, რომლებიც კალელებს შიშის ზარს სცემენ?

ბნელი კოშკი – სუზანას სიმღერა

წიგნი კალაში გაჩხერილი როლანდისა და კა-ტეტის დანარჩენი წევრების მანებთან საუბრით იწყება. შეძლებს თუ არა მსროლელი ამჯერადაც დახშული კარის გაღებას და მისი საშუალებით იმ სამყაროში გადასვლას, საითაც სუზანა/მია წავიდა? ვინ არის ის იდუმალი ავსული, რომელიც მიას სხეულს დაეპატრონა? დაეხმარებიან, თუ არა კარის გაღებაში მსროლელს მანელი ქენთაბი და მისი თანამოძმენი? ვინ არის ის იდუმალი მწერალი, რომელსაც, ბნელ კოშკთან ერთად, როლანდის კა-ტეტის ბედისწერა ხელთ უპყრია?

ასევე. ძალიან პოპულარულია სტივენ კინგის შემდეგი ნაწარმოებები:

ის

რომანი მოგვითხრობს შვიდ ბავშვზე, რომლებსაც ატერორებს უცნობი არსება, რომელიც საკუთარ ძალას შიშის, სიძულვილისა და იმედგაცრუებიდან იღებს. როდესაც შტატ მენის ქალაქ დერიში ბავშვების გაუჩინარება დაიწყება, რამდენიმე ბავშვი საკუთარ ყველაზე დიდ შიშს გადაეყრება და მოუწევთ გამკლავება ბოროტ ჯამბაზ პენივაიზთან, რომლის სისასტიკის გამოვლინება და მსხვერპლთა ნუსხა საუკუნეების მიღმა იკარგება. თხრობა მიმდინარეობს პარალელურად დროის სხვადასხვა ინტერვალში, რომელთაგან ერთ-ერთი შეესაბამება მთავარი პერსონაჟის ბავშვობას, ხოლო მეორე – გვიანდელ წლებს.

შინაური ცხოველების სასაფლაო

რომელია სტივენ კინგის ყველაზე საშიში წიგნი? ამ შეკითხვაზე პასუხი, როგორც წესი, სუბიექტურია ხოლმე და, ალბათ, თავად ავტორიც სუბიექტური იყო, როცა ამავე წიგნის შესავალში ყველაზე საშიშ წიგნად სწორედ „შინაური ცხოველების სასაფლაო“ დაასახელა. თუმცა, თუკი ვინმეს ამ შეფასებაში შეიძლება ვენდოთ, ეს სწორედ სტივენ კინგია. „შინაური ცხოველების სასაფლაო“ არის ისტორია ყველაზე წმინდა ადამიანური გრძნობებისა და ამ გრძნობებით გამოწვეული ყველაზე მძიმე ტკივილების შესახებ…

ნაშუაღამევის ოთხი წუთი 1ტ

“ნაშუაღამევის ოთხი წუთი” პირველი ტომში შესულია: “ლანგოლიერები” და “საიდუმლო სარკმელი, საიდუმლო ბაღი”; ნაშუაღამევის პირველი წუთი ,,აქ თვითმფრინავში ხარ გამომწყვდეული და ჯოჯოხეთისკენ მიფრინავ.” საიდუმლო სარკმელი, საიდუმლო ბაღი ნაშუაღამევის მეორე წუთი ,,აქ მწერლის ყველაზე საშინელი ღამეული კოშმარების დემონურ სიღრმეებში ხარ შეტყუებული.”

ნაშუაღამევის ოთხი წუთი 2ტ

ბიბლიოთეკის პოლიციელი -ნაშუაღამევის მესამე წუთი „აქ ერთი ისეთი საიდუმლოსთვის ცდილობ ფარდის ახდას, როგორსაც
პატარა ქალაქი არასოდეს მოსწრებია“.
მზის ძაღლი – ნაშუაღამევის მეოთხე წუთი „აქ მზერა საშინელი მხეცისკენ გაქვს მიპყრობილი, რომელსაც ჭკუიდან გადაჰყავხარ“.

ქრისტინი

ეს ერთი ნახ­ვით სიყ­ვა­რუ­ლი იყო. 17 წლის არნი კა­ნინ­გე­მი ქრის­ტი­ნის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მიხ­ვდა, რომ მის და­სა­უფ­ლებ­ლად ყვე­ლა­ფერს იზამ­და. ქრის­ტი­ნი ქალი არ არის, მაგ­რამ არნი კა­ნინ­გემს თავ­და­ვი­წყე­ბით უყ­ვარს. ქრის­ტი­ნი ქალი არ არის, მაგ­რამ არ­ნის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნა მა­შინ­ვე ხვდე­ბა, რომ ის მისი მე­ტო­ქეა და მისი უჩ­ვე­უ­ლო ძალა აფრ­თხობს.

ქრის­ტი­ნი ავ­ტო­მან­ქა­ნაა, ძვე­ლი “პლი­მუ­თი”, რო­მელ­შიც ავი სუ­ლით შე­პყრო­ბი­ლი მო­ხუ­ცის სუ­ლია ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი და ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი სძულს, გარ­და თა­ვი­სი პატ­რო­ნი­სა…

სიზმართმჭერი

ხვალ ოთხი მეგობარი იმ ადგილისკენ გაემგზავრება, რომელსაც “კედელში გაკეთებული ხვრელი” ჰქვია. წინ ნანატრი რვა დღე ელოდებათ. უღრანი ტყე, ბავშვობისდროინდელი საყვარელი ქოხი და დიდი ნადირობა. ნოემბრის ყოველწლიური რვადღიანი შეხვედრები მალე აღარ შედგება, მაგრამ ამის შესახებ ჯერ არავინ იცის. ნამდვილი წყვდიადის დაგმომადე კიდევ დროა, თუმცა ის ახლოვდება. წყვდიადი ახლოვდება.