კონფიდენციალურობის პოლიტიკა, მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია და მისი გამოყენების პირობები
- ჩვენ ვაგროვებთ ორი სახის ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების შესახებ: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.
- ნებისმიერი ინფორმაცია, გროვდება, მუშავდება, გამოიყენება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების მიხედვით, მათ შორის საქართველოს კანონით, პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ.
პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია
- პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია.
- ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენს შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა(როგორიცაა თქვენი სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და დაბადების თარიღი), როდესაც თქვენ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით ერთვებით რაიმე აქტივობაში, როგორც მაგალითად, ანგარიშის გახსნა, ჩვენთან ან პროდუქციის შეძენა. პროდუქტის საფასურის გადახდისას ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ წარმოადგინოთ თქვენი ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუტენტურობის კოდი ან სხვა შესაბამისი ინფორმაცია. ეს უკანასკნელი არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის დაცული გვერდიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი ბარათის ინფორმაციაზე.
არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია
- არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას.
- ამ სახის ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს იმ ბრაუზერის სახეობას, რომელსაც თქვენ იყენებთ და თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის „IP“ მისამართს. ჩვენ ან/და ჩვენს მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ იმყოფებით ჩვენს ვებგვერდზე.
არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის გაცემა
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეიძლება გავანდოთ ან მივაწოდოთ არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს. ყოველივე ზემოაღნიშნული გამიზნულია თქვენს მიერ მისაღები მომსახურების გასაუმჯობესებლად.
ინფორმაციის განახლება და შეცვლა
- თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ნებისმიერი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ვებგვერდზე თქვენი ანგარიშის შესაბამის განყოფილებაში შესვლით.
- ჩვენ მოგიწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ განაახლოთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია მისი შეცვლის შემთხვევაში. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს ანგარიშზე არსებული ინფორმაციის წაშლა. თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ძველ ტრანზაქციებს, თქვენ ვერ წაშლით ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ვებგვერდზე განხორციელებულ ძველ ტრანსაქციებთან.
- გარდა ამისა, ჩვენთვის შეიძლება შეუძლებელი გახდეს მთელი თქვენი ინფორმაციის წაშლა, რადგან ჩვენ პერიოდულად ვახდენთ ინფორმაციის დარეზერვებას. თქვენი ბარათის ინფორმაცია არ ინხება ჩვენს ვებგვერდზე, არამედ განთავსებულია დაცულ გვერდზე, რომელსაც უზრუნველყოფს და მართავს ჩვენი პარტნიორი ბანკი. ამ უკანასკნელს საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა აქვს, რომელიც ჩვენი კონტროლის სფეროს არ წარმოადგენს.
მომხმარებლის არჩევანი ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებაზე
- თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თავი შეიკავოთ ინფორმაციის დამატებითი წარმოდგენისაგან. თუმცა ინფორმაციის წარმოდგენა შეიძლება აუცილებელი გახდეს, თუ თქვენ ჩაერთვებით ვებგვერდზე არსებულ რაიმე აქტივობაში.
ინფორმაციის უსაფრთხოება
- ჩვენ ვატარებთ მრავალ უსაფრთხოების ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითების შემთხვევაში.
- ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ მესამე პირებს არ გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი. ჩვენ არ გვაქვს რაიმე ინფორმაცია თქვენს ბარათთან დაკავშირებით და ჩვენთვის იგი ხელმიუწვდომელია, რადგან თქვენი ბარათი პარტნიორი ბანკის კონტროლის სფეროს განეკუთვნება.
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმენაირ გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს ნებისმიერი მესამე მხარის ქმედებებზე, რომელმაც შეიძლება მიიღოს ნებისმიერი მსგავსი ინფორმაცია.
Powered By BLH