1902 წლის ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში – ექვთიმე თაყაიშვილი

კოდი 0002-1 კატეგორია
გამომცემლობა

ენა

ISBN

9789941504600

ყდა

მაგარი

შეიძინე ონლაინ

79.95

უფასო მიტანა

საქართველოს მასშტაბით

მიტანის ვადა:

თბილისი 2-3 დღე. რეგიონები 3-4 დღე

ექვთიმე თაყაიშვილმა ისტორიულ სამხრეთ საქართველოში 1902 წელს პირველად მას შემდეგ იმოგზაურა, რაც რეგიონის უმეტესი ნაწილი, რუსეთ-ოსმალეთის ომების შედეგად, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა.
ექსპედიციისას მკვლევარმა მოიარა და აღწერა სამცხის, ჯავახეთის, ჩრდილის, არტაანის, ერუშეთისა და ტაოს ისტორიული პროვინციების ძეგლები და შედეგები 1909 წელს კრებულში „Материалы по археологии Кавказа“ რუსულ ენაზე გამოაქვეყნა. ეს გახლდათ სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილის სამი ექსპედიციიდან (1902, 1907, 1917) ერთადერთი, რომლის ანგარიში მეცნიერს ქართულად არ გამოუცია.
წიგნში წარმოდგენილია 1902 წლის ექსპედიციის მასალების ქართული თარგმანი, რომელსაც ერთვის ისტორიული, გეოგრაფიული და წყაროთმცოდნეობითი ხასიათის განმარტებითი კომენტარები. გამოცემა შევსებულია აგრეთვე მოგზაურობის ამსახველი ისეთი ფოტოებით, რომლებიც პირვანდელ, რუსულენოვან დედანთან ერთად არ გამოქვეყნებულა. ეს მასალები დღეს სხვადასხვა სიძველეთსაცავში ინახება. პუბლიკაციის ტექსტი გამართულია თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტების შესაბამისად და დართული აქვს საძიებლები.