ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on telegram
Share on facebook

მიხაილ ბულგაკოვი - რჩეული მოთხრობები

დასახელება

მიხაილ ბულგაკოვი – რჩეული მოთხრობები

გამომცემლობა

გამოცემის წელი

2019

ყდა

მაგარი

ენა

ფორმატი

14.5 X 21.5

გვერდების რაოდენობა

866

სერია

ISBN

9789941304606

შეიძინე ონლაინ

20.90

უფასო მიტანა

საქართველოს მასშტაბით

მიტანის ვადა:

თბილისი 2-3 დღე. რეგიონები 3-4 დღე

„ბედმა ლატარიით მარგუნა ბილეთი, რომელსაც გარკვევით ეწერა „სიკვდილი“…, მაგრამ მე არ მოვკვდი!“ – წერდა მიხაილ ბულგაკოვი – მწერალი-სატირიკოსი, დრამატურგი, რეჟისორი, მსახიობი, ექიმი…

კიევში, რუსულ ოჯახში დაბადებულმა პროფესიად ექიმობა აირჩია და 1916 წელს, კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სამოქალაქო ომში სამხედრო ექიმად მუშაობდა. თუმცა, პროფესიის მიუხედავად, როგორც თავად ამბობდა, ბულგაკოვს გონებაში ყოველთვის უელავდა ფრაზები და მხატვრული სახეები, რაც შემდგომში სატირულ ლიტერატურად აქცია. ამის თვალსაჩინო მაგალითად მისი მოთხრობა „ძაღლის გული“ გამოდგება, რომლის ეკრანიზაცია 1988 წელს შედგა, 1925 წელს დაწერილი მოთხრობა კი მხოლოდ 1987 წელს გამოქვეყნდა.

მწერლის პირველი ნაწარმოები 1920-იანი წლებით თარიღდება. ბულგაკოვი 1921 წლიდან მოსკოვში დასახლდა და წერა აქტიურად განაგრძო. იგი მოთხრობებში თავისსავე ცხოვრებისეულ ამბებს ასახავდა და გაბედული, სხარტი, ალეგორიული შემოქმედებით იმდროინდელი რუსეთის საზოგადოებისთვის არცთუ სასურველ მწერლად იქცა. მისი მეამბოხე სამყარო ვერ ეგუებოდა ჩარჩოებს, რომელსაც რევოლუციის ტალღაზე მოსული ხელისუფლება შემოქმედ ადამიანებს უწესებდა. რამდენჯერმე სცადა კიდეც საბჭოეთის დატოვება, მაგრამ ყოველთვის უარი მიიღო. 1930-იანი წლებიდან ბულგაკოვის მოთხრობების უმეტესობა აიკრძალა, გახმაურებული რომანი „ოსტატი და მარგარიტა“ კი მწერლის გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ დაიბეჭდა.