გამომცემლობა |
---|
44.70₾ Original price was: 44.70₾.24.60₾Current price is: 24.60₾.
არ არის მარაგში
თბილისი - 5 ლარი
რეგიონი - 7 ლარი
შეძენიდან:
თბილისი 2-3 დღე
რეგიონები 4-5 დღე
3 წიგნი 44.70 ლარის ნაცვლად 24.60 ლარად
მთარგმნელი: მერაბ ფიფია
კაცი რომელიც სახეებს მიღმა ხედავდა – შარლერუაში, პატარა ბელგიურ ქალაქში მომხდარმა სისხლიანმა ტერაქტმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ეკლესიის პარმაღზე დატრიალებულმა ტრაგედიამ უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აფეთქების ავტორებად რელიგიურ ფანატიკოსებს მოიაზრებენ. ოგიუსტენი, უსახლკარო ახალბედა ჟურნალისტი, რომელსაც ძლივს ეღირსა სამუშაო ადგილობრივ გაზეთში, მოვლენების ეპიცენტრშია და გადაწყვეტს, ჟურნალისტური გამოძიება წამოიწყოს. გამოძიება კი ალბათ არ გაუჭირდება, ის ხომ უნიკალური ნიჭითაა დაჯილდოებული – შეუძლია ადამიანების გარშემო მოფარფატე პაწაწინა არსებები შეამჩნიოს. ვის ხედავს ოგიუსტენი? – ანგელოზებს? დემონებს? გარდასულ დღეთა მოგონებებს თუ მიცვალებულებს, საკუთარ სვე-ბედს რომ ვერ შერიგებიან? იქნებ სულაც ჭკუიდან შეიშალა? ან იქნებ თავადაა ის ბრძენი, რომელსაც სხვათა სიგიჟის გაშიფვრა ძალუძს?.. ერიკ-ემანუელ შმიტი მისთვის დამახასიათებელი თხრობის ორიგინალური სტილით ადამიანის სულის საიდუმლოებათა კვლევას განაგრძობს.