ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მსოფლიოში აღიარებული თანამედროვე ლიტერატურა – ტოპ 3 წიგნი “წლის ბესტსელერიდან”

Share on facebook
Share on linkedin
Share on email
Share on whatsapp

კლა­სი­კუ­რი თუ პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის­გან „გა­დაღ­ლი­ლებს“, ხან­და­ხან რამე ახ­ლის წა­კი­თხვის სურ­ვი­ლი გვი­პყრობს. მისი აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ კი თით­ქმის იგი­ვე გან­ცდა გვე­უფ­ლე­ბა, მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას, უცხო ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი კერ­ძის გან­სხვა­ვე­ბულ გე­მოს რომ შე­იგ­რძნობ და აღ­ფრთო­ვან­დე­ბი – გა­ინ­ტე­რე­სებს, აქამ­დე რა­ტომ არ იცო­დი მისი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ.

გამომცემლობა “პალიტრა L-ის” სერია “წლის ბესტსელერი” მსოფლიოში აღიარებული თანამედროვე ავტორების ნაწარმოებებს აერთიანებს.

თი­თო­ე­უ­ლი წიგ­ნი და ავ­ტო­რი არა­ერ­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლია. მათ შო­რის, ბუ­კე­რის, ნო­ბე­ლის, პუ­ლი­ცე­რის, გონ­კურ­ნე­ბის, IMPAC-ის, სერ­ვან­ტე­სის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი მწერ­ლე­ბი და წიგ­ნე­ბი კრი­ტი­კო­სებ­მა გა­მორ­ჩე­უ­ლად შე­ა­ფა­სეს და წლის ბესტსე­ლე­რე­ბად აქ­ცი­ეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სე­რია მკი­თხველს, სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, გა­ეც­ნოს თა­ნა­მედ­რო­ვე ენით და­წე­რილ სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შევ­რებს, რომ­ლე­ბიც გულ­გრილს არა­ვის ­და­ტო­ვებს.

გთავაზობთ სამ წიგნს  სერიიდან, რომლითაც თავისუფალ დროს სასიამოვნოდ და პროდუქტიულად გაატარებთ:

ფრედრიკ ბაკმანი – ბებიამ მთხოვა, თქვენთვის მეთქვა, რომ ბოდიშს იხდის

ეს არის ყველაზე კეთილი რომანი. თუ დადებითი ემოციებით აღსავსე თავგადასავალი გსურთ, ეს რომანი ნამდვილად თქვენთვისაა, თუმცა სანამ კითხვას შეუდგებით, ცხვირსახოცი მოიმარჯვეთ, რომ სიცილის თუ მწუხარების ცრემლები შეიშროთ. ეს ისეთი წიგნია, რომლის წაუკითხაობას თავს არასოდეს აპატიებთ.

ბაკმანი ზღაპარს ისე გვიამბობს, რომ ის ერთდროულად სიმართლეც არის და ფანტასტიკაც. უკლებლივ ყველა გმირი საინტერესო და მომხიბლავია.

ავტორის აზრით, შვიდი წლის ყველა ბავშვი იმსახურებს სუპერგმირის ყოლას და, მისი აზრით, ვინც ამას არ ეთანხმება, თავში რაღაც რიგზე არ აქვს, – ამ სიტყვებით იწყება და მთავრდება წიგნი, რომლის მთავარ გმირ ელსასაც ჰყავს თავისი სუპერგმირი ბებია, სხვათა აზრით, უხიაგი, სინამდვილეში კი სიმართლის მთქმელი და წესების მოყვარულების, პედანტების დაუძინებელი მტერი…

ბებიამ ასწავლა ელსას თანაგრძნობა, მეგობრობა, ერთგულება და, რაც მთავარია, მიტევება. მათი სიხარულითა და იმედით სავსე ამბავი მიტევებასა და თანალმობას გვასწავლის.

ქეთრინ რაიან ჰაიდი – გადაუხადე სხვას

ნაწარმოების მიხედვით, 2000 წელს გამოვიდა ფილმი, რომელშიც კევინ სპეისი და ჰელენ ჰანტი თამაშობენ.

ტრევორ მაკკინი სულაც არ ყოფილა გამორჩეული მოსწავლე. უსიხარულო ბავშვობა, მარტოხელა, ალკოჰოლიკი დედა და სკოლასა თუ ცხოვრებაში წარმატების ბევრად ნაკლები შანსი, ვიდრე მის თანაკლასელებს…ასეთი მონაცემებით,თითქოს ვერც სამყაროს შეცვლი და ვერც რამე ღირებულს შექმნი, მაგრამ ტრევორს ადამიანების მაინც სჯერა,სწამს,რომ თუ სიკეთეს დათესავ, კეთილი საქმეები გამრავლდება და აი, საზოგადოებათა მცოდნეობაში მიღებული კლასგარეშე დავალება ტრევორისთვის ის შთაგონება აღმოჩნდა, რომელმაც მის გულში ჩათესილი იმედის თესლი აღმოაცენა…

ნიკ ჰორნბი – ბიჭის შესახებ

ნაწარმოების მიხედვით, 2002 წელს გადაიღეს კომედიური მელოდრამა, რომელშიც მთავარ როლს ჰიუ გრანტი ასრულებს.

უილი 38 წლის მამაკაცია. არც ცოლ-შვილი ყავს და არც სამსახური ჰქონია ოდესმე, მაგრამ მამამისის შექმნილ ყველაზე ცნობილ საშობაო სიმღერაზე საავტორო უფლება საშუალებას აძლევს, უზრუნველად იცხოვროს. უსაქმურობას მოწყენილობა მოაქვს და ერთ დღესაც, უილი გადაწყვეტს, ყოველდრიურობა გაახალისოს. მარკუსი 12 წლის ბიჭია. მშობლები დაშორდნენ.თავად დედასთან – ფიონასთან ერთად ცხოვრობს.ბიჭს სკოლაშიც და სახლშიც პრობლემები აქვს. ერთ დღესაც ფიონა თავის მოკვლას გადაწყვეტს.აქედან იწყება ყველაფერი…