იკიგაი – გზა ბედნიერებისკენ

Share on facebook
Share on linkedin
Share on email
Share on whatsapp

ბედნიერება არის უნარი, რომელიც შეგიძლია ისწავლო და გამოიყენო მთელი ცხოვრება. მიუხედავად იმისა თუ რა გზით ისწრაფვით ბედნიერებისკენ, ეძებთ მას თუ უბრალოდ თავისით მოდის,  შეგიძლიათ გამოიყენოთ მრავალი წყარო, რომელიც დაგეხმარებათ ბედნიერ „მოგზაურობაში“  ცხოვრების გზაზე.

ყველას უნდა ბედნიერად და ხანგრძლივად ცხოვრება, მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამას? ამ კითხვაზე პასუხი წიგნში გელოდებათ. ვინც იპოვის საკუთარ იკიგაის, მიიღებს ყველაფერს ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისთვის. იკიგაის ტრანსფორმაციული ძალა აქვს, ის გაპოვნინებთ ცხოვრების აზრს, ის თქვენი მოტივაციისა და ენერგიის წყარო გახდება. ამ წიგნში გაეცნობით სხვადასხვა ტექნიკას, რომელიც თქვენი იკიგაის პოვნაში დაგეხმარებათ. მოგზაურობა იკიგაის სამყაროში იწყება აქ და ახლა!

კუნძულ ოკინავაზე, სადაც ყველაზე დღეგრძელი ხალხი ცხოვრობს, ამბობენ, რომ იკიგაი არის: ის, რისთვისაც ყოველ დილით იღვიძებ; ის, რაც გიყვარს; ის, რაც კარგად გამოგდის; ის, რაც სამყაროს სჭირდება შენგან და ის, რაშიც გიხდიან. “-მოკლედ, ეს ყოფნის მოდელია, ადამიანის ცხოვრების ცენტრი.

როგორ ვიცხოვროთ ხანგრძლივი, ჯანმრთელი, საინტერესო და სტრესისგან თავისუფალი ცხოვრებით, როგორ შევინარჩუნოთ აქტიური სხეული და გონება, შევამციროთ სტრესი და მეტიც, ჩვენს სამსახურში ჩავაყენოთ ის, შევაჩეროთ დაბერება და დიდხანს ვიყოთ ახალგაზრდები. ამ საოცარ წიგნში გვასწავლიან, რომ სხეულის ახალგაზრდობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აქტიურად ვამუშავებთ გონებას, რაც იკიგაის საიდუმლოს ერთ-ერთი მთავარი გასაღებია _ არასოდეს დაიხიო უკან ცხოვრებისეული დაბრკოლებების დროს, არასოდეს შეწყვიტო ბრძოლა!

ამ წიგნში ყველაფერია, რაც შეიძლება ადამიანს აინტერესებდეს-მარადიული ახალგაზრდობა და ეგზისტენციალური კრიზისისგან თავის დაცვის გზები, ყველა შფოთვისა და სტრესის დადებითი კონოტაციით გამოყენება, ნევროზისგან განკურნება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ამ ყველაფრისთვის მრავალფეროვანი თერაპია არსებობს, წინამდებარე წიგნი კი ერთგვარი სახელმძღვანელო, დეტალური ინსტრუქციაა საუკეთესო შედეგის მისაღწევად.

ეზიარეთ ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოს „იკიგაის“ დახმარებით!