საიტის გამოყენების წესები და პირობები

აღნიშნული ვებგვერდი წარმოადგენს შპს „ელვაჯის’’ საკუთრებას.

ძვირფასო მომხმარებელო! გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ვებგვერდით სარგებლობის პირობებს.

ჩვენ საიტზე – www.elva.ge შემოსვლით, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით წინამდებარე გვერდზე განსაზღვრული საიტის გამოყენების წესებსა და პირობებს და ვალდებული ხართ განუხრელად დაიცვათ ყველა ქვემოთხსენებული პირობა.

იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ვებგვერდით სარგებლობა.

ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ:

  • ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი,
  • დაიცავთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვებგვერდით სარგებლობის პირობებს;
  • წარმოადგენთ ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას სრულად და ზუსტად, რათა ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით;
  • დაიცავთ საავტორო და ინტელექტუალურ უფლებებს, არ განახორციელებთ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახით და მიზნებისათვის;
  • მკაცრად დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას, არ გაუმჟღავნებთ ნებისმიერ მესამე პირს თქვენი გვერდის უსაფრთხოების ანგარიშებს, რათა დაცული იყოს თქვენს პირად ანგარიშზე არსებული აქტივი და ინფორმაცია;
  • ადასტურებთ, რომ გეკუთვნით ან ფლობთ ყველა საჭირო უფლებას, ნებართვას საიმისოდ, რომ გამოიყენოთ და ნება დართოთ www.elva.ge-ს, რათა მან გამოიყენოს ნებისმიერი თქვენ მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაცია, ამ წესების, ჩვენი საიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების შესაბამისად.
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც მიმართულია სხვა მომხმარებლის პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის, მათ შორის ანგარიშის უსაფრთხოების კოდების გაგებისაკენ და სხვა მომხმარებლის პირადი აქტივის განკარგვისაკენ;
  • არ გაასაღებთ თავს სხვა მომხმარებლად ან არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებს და გვერდს;
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებგვერდის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას.
  • არ განახორციელებთ ნებისმიერ უკანონო ქმედებას ასევე რეკლამირებას ჩვენი ვებგვერდის ან მომსახურების მეშვეობით;
  • ვებგვერდს ან მომსახურებას არ გამოიყენებთ იმისათვის, რომ შექმნილ იქნეს არასასურველი სპამი ან ელექტრონულ ფოსტაზე გასავრცელებელი რეკლამა;
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით, ამ წესებითა და მსგავსი ვებგვერდების საშუალებით მომსახურების მიღებისათვის დამკვიდრებული წესებით;

ჩვენი პასუხისმგებლობა

ჩვენ სრულად ვიღებთ პასუხიმგებლობას მომხმარებლის მიმართ ნებისმიერი და ყველა ზიანისთვის, რაც გამოწვეულია უშუალოდ ჩვენი განზრახი და უხეში გაუფრთხილებლობით წარმოშობილი ზიანით. ჩვენი პასუხისმგებლობა გამორიცხულია ისეთი ზიანისთვის, რაც გამოწვეული არ არის ჩვენი ბრალეული ქმედებით ან ფორს-მაჟორული სიტუაციით.

საიტის ფუნქციონირება და თანხის უკან დაბრუნების პოლიტიკა

  • გადახდის შესრულებისას, თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ იხდით საიტზე განთავსებული კონკრეტული პროდუქციის საფასურს. როგორც კი დააფიქსირებთ გადახდას და აირჩევთ სასურველი გადახდის ფორმას, საბანკო ბარათზე ან ვირტუალურ ბალანსზე დაიბლოკება შესაბამისი ოდენობის თანხა.
  • თუკი რაიმე ხარვეზის გამო (მაგალითად ტექნიკური ხარვეზი ოპერატორის მხრიდან), დროულად არ მოხდება სერვისის მიწოდება, ჩვენი სისტემა მიმართავს პროვაიდერს ან პარტნიორ ბანკს (ვისი საშუალებითაც განხორციელდა გადახდა) და აგზავნის მოთხოვნას მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე თანხის განბლოკვის/დაბრუნების თაობაზე, (იმ შემთხვევაში, თუ გადახდა განხორციელდა საბარათე ანგარიშიდან ).
  • ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხიმგებელი თანხის უკან დაბრუნების პროცესის სისწრაფეზე. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას არსებული შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ჩავერთოთ პროცესის დაჩაქრებაში.
  • თანხები, რომლებიც ჩაირიცხა თქვენი მითითებით და მოთხოვნით თქვენს მიერ არჩეული პროდუქციის შესაძენად უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ პროდუქციის მომწოდებელი უარს გვეუბნება წარმატებით შესრულებული გადახდის გაუქმებაზე.

პროდუქციის მიწოდება

  • პროდუქციის მიწოდება ვებგვერდის საშუალებით ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოში;
  • პროდუქციის მიწოდების ვადები მითითებულია თითოეულ პროდუქციაზე;
  • მიწოდების ტარიფები და პირობების შესახებ ინფორმაცია განისაზღვრება თითოეული პროდუქციის აღწერილობაში.

შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებაზე

ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე.

ჩვენგან ვერ მიიღებთ იმ მომსახურებას, რომელიც ჩვენი აზრით არღვევს კანონმდებლობას.

თქვენ გეკრძალებათ ჩვენი სისტემების ან ამ ვებგვერდის ყოველგვარი არაუფლებამოსილი გამოყენება, რაშიც შეუზღუდავად შედის ჩვენ სისტემებში არასანქცირებული შესვლა, პაროლის არასათანადო გამოყენება ან ვებსაიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის არასათანადო გამოყენება. თქვენ თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ ჩვენ უფლება გვაქვს თქვენს მიერ ვებგვერდზე მიწოდებული ინფორმაცია გავუმჟღავნოთ და გადავცეთ:

1. ჩვენთან აფილირებულ ნებისმიერ პირს და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს

2. ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას თქვენი თანხმობით;

3. შესაბამის პირს ან ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის უფლების ან ვალდებულების არსებობისას. თქვენს მიერ ამ ვებგვერდით სარგებლობა ან მასზე ინფორმაციის მიწოდება მიიჩნევა თქვენ მიერ ინფორმაციის ასეთ გადაცემაზე თანხმობად.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ჩვენ არ გვეკისრება პასუხიმგებლობა და ვალდებულება რაიმე სახის გარანტიის ან პირობის მიცემაზე ამ ვებგვერდთან დაკავშირებით;

მათ შორის შეუსაბამობაზე ვებგვერდსა და მომხმარებლის ფაილებს ან მომხმარებლის მიერ ინტერნეტში გამოყენებულ სანავიგაციო პროგრამას (browser) ან საიტზე შესასვლელ სხვა პროგრამას შორის და სხვა პრობლემებზე, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას ჩვენგან დამოუკიდებელი პირობების გამო.

ინტელექტუალური საკუთრება

აკრძალულია ამ ვებგვერდის შემცველობის უნებართვოდ მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, კოპირება, გადაცემა ან შენახვა. აკრძალვა არ ეხება კომპიუტერში შენახვას ან ამობეჭდვას მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის.

ციტირების შემთხვევაში აუცილებელია კანონმდებლობით დადგენლი საავტორო უფლებების დაცვა. დაუშვებელია ვებგვერდზე არსებული სავაჭრო ნიშნების და ლოგოების რეპროდუცირება, გამოქვეყნება ან გავრცელება შესაბამისი წინასწარი ნებართვის გარეშე უფლების მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

შესაძლო ხარვეზები

ვებგვერდზე შესვლის შეფერხება შეიძლება გამოწვეულ იქნეს:

  • აღჭურვილობის გაუმართაობით, მათ შორის და არა მხოლოდ, კომპიუტერების, სერვერების, ქსელების, ტელეკომუნიკაციის ხაზების და კავშირგაბმულობის, სხვა ელექტრონული და მექანიკური აღჭურვილობის გაუმართაობით; პროგრამების გაუმართაობით; სისტემის გადატვირთულობით; ელექტროდენის ან სხვა კომუნალური მომსახურების მიწოდების მთლიანი ან ნაწილობრივი შეფერხებით; ზიანით, რომელიც გამოწვეულია სტიქიური მოვლენებით, უამინდობით, უბედური შემთხვევით, ომით, აჯანყებით, არეულობით, ტერორისტული აქტით, სამოქალაქო მღელვარებით, მთლიანი თუ ნაწილობრივი გაფიცვით ან შრომითი პროცესის სხვა შეფერხებით; მთავრობის ან კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვებით, სასამართლო გადაწყვეტილებებით ან ადამიანის სხვაგვარი ჩარევით; ან ნებისმიერი სხვა მიზეზით (იქნება ეს ზემოთ ჩამოთვლილის მსგავსი თუ არამსგავსი), რომელიც არ არის ჩვენს მიერ კონტროლირებადი.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ ვებგვერდზე შესვლა შეუძლებელია, შეფერხებულია ან შეზღუდულია ან თუ ვებგვერდი არ მუშაობს სწრაფად და გამართულად, არსებობს დიდი ალბათობა , რომ თქვენ ვერ შეძლოთ მომსახურების მიღება და გადახდა დასრულდეს წარმუმატებლად. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით ვალდებული ხართ თავი შეიკავოთ ვებგვერდის გამოყენებისაგან/ მომსახურების მიღებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გარემოებების მიუხედავად თქვენ მაინც აგრძელებთ ვებგვერდით სარგებლობას, დამდგარ შედეგებზე და რისკზე პასუხიმგებელი ხართ თქვენ.

საიტი დამზადებულია კომპანია BLH-ის მიერ

სხვა საიტებთან დამაკავშირებელი ბმულები

  • ჩვენს ვებ გვერდზე შესაძლებელია არსებობდეს ბმულები, რომლის საშუალებითაც თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ დაუკავშირდეთ სხვა ვებგვერდებს.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული ჩვენის მხრიდან არანაირად არ გულისხმობს: სხვა ვებგვერდებზე შესვლის რეკომენდაციას ;
  • სხვა ვებგვერდების ან მათი მეშვეობით შემოთავაზებულ პროდუქტების, მომსახურებების, მოსაზრებების, იდეების ან ინფორმაციის ნამდვილობის, ხარისხის ან სანდოობის დადასტურებას. ასევე, ჩვენ არ გაძლევთ გარანტიას, რომ ეს საიტი ან მისი შემცველობა თავისუფალია ისეთი პრეტენზიებისგან, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს საავტორო უფლებას, სავაჭრო ნიშანს ან მესამე პირების უფლებების სხვა დარღვევებს. ჩვენ ასევე არ გაძლევთ გარანტიას, რომ ასეთი საიტი ან მისი შემცველობა თავისუფალია ვირუსებისგან ან სხვა სახის დამაზიანებელი ფაქტორებისგან. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სხვა ვებგვერდებს შეიძლება ჰქონდეთ ჩვენი ვებგვერდისგან განსხვავებული უსაფრთხოების პოლიტიკა ან უსაფრთხოების სხვა პრაქტიკა, რის გამოც აუცილებელია გაეცნოთ ამ სხვა საიტების პოლიტიკას მანამ, სანამ გაცვლით თქვენ პირად ინფორმაციას.