rework, ბიზნესი ცრურწმენების გარეშე
შეიძინე ონლაინ
16.95₾
უფასო მიტანა
საქართველოს მასშტაბით
მიტანის ვადა:
თბილისი 2-3 დღე. რეგიონები 3-4 დღე
ბიზნესლიტერატურის უდიდესი ნაწილი ერთნაირ რჩევებს იძლევა: დაწერეთ ბიზნესგეგმა, შეისწავლეთ კონკურენტები, მოიძიეთ ინ- ვესტორები და ა.შ და ა.შ. თუკი ასეთ სახელმძღვანელოს ეძებთ, წინამდებარე ნაშრომი შეგიძლიათ თაროზე შემოდოთ. წაიკითხეთ ეს წიგნი და გაიგებთ, რატომაა გეგმები საქმისთვის საზიანო, რატომ არ გჭირდებათ გარეინვესტორები და რატომ უნდა უგულებელყოთ კონკურენცია. საქმე ისაა, რომ სინამდვილეში ყველაფერი იმაზე ბევრად უფრო ნაკლები გჭირდებათ, ვიდრე გგონიათ. სულაც არაა აუცილებელი დღედაღამ შრომა, განსაკუ- თრებული კადრები, საკანცელარიო საქმიანობა და თათბირებში დროის ხარჯვა. ოფისიც კი არ გესაჭიროებათ. ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ერთადერთი, რაც მართლა დაგეხმარებათ, ყბედობის შეწყვეტა და მუშაობის დაწყებაა. Rework-ი შესანიშნავი სახელმძღვანელოა მათთვის, ვისაც ოდესმე საკუთარი საქმის წამოწყებაზე უოცნებია. გამოცდილი მეწარმეები, მცირე ბიზნესის მფლობელები, ადამი- ანები, რომლებიც გამუდმებით საძულველ საქმეს აკეთებენ, შე- მცირების მსხვერპლნი თუ ხელოვანები, რომლებსაც აღარ უნდათ შიმშილობა _ ამ წიგნში რაიმე ღირებულ რჩევას ყველა იპოვის.