4 ტომი – კაზუო იშიგურო – არასოდეს გამიშვა

კოდი 0002-1 კატეგორიები , ,
გამომცემლობა

ენა

ISBN

9789941359712

ყდა

მაგარი

გვერდები

306

შეიძინე ონლაინ

16.95

უფასო მიტანა

საქართველოს მასშტაბით

მიტანის ვადა:

თბილისი 2-3 დღე. რეგიონები 3-4 დღე

არასოდეს გამიშვა – ანტიუტოპიური რომანი, რომელშიც ადამიანად ყოფნის იდეა სამი მოზარდის ცხოვრების მაგალითზეა წარმოდგენილი. რუთი, ქეითი და ტომი ინგლისის განაპირას მდებარე პანსიონის, ჰეილშემის აღსაზრდელები არიან. მოქმედება ალტერნატიულ ინგლისში ხდება, ხოლო ჰეილშემი გარე სამყაროსგან სრულად მოწყვეტილი ადგილია, სადაც უცნაური, აუხსნელი წესები მოქმედებს. მასწავლებლები მუდმივად შთააგონებენ მოსწავლეებს, რომ ისინი განსაკუთრებულნი არიან. მაგრამ რატომ არიან განსაკუთრებულნი? რა გამოარჩევს „ჰეილშემის შვილებს“ სხვებისგან? ამ კითხვებზე მათ არავინ სცემს პასუხს და ბავშვებმა ჯერ არ იციან, რომ წინ კიდევ უფრო უცნაური რეალობის აღმოჩენა, უამრავი ტკივილი და იმედგაცრუებაა… „არასოდეს გამიშვა“ სევდიანი, ამაღელვებელი, გულში ჩამწვდომი მრავალშრიანი რომანია, რომელიც უამრავ საფიქრალს ტოვებს. მასში ყველაფერია მოგონებები, ოჯახი, მეგობრობა, დიდი სიყვარული და ეს ყველაფერი იმდენად წარმოუდგენელი რაკურსით და შთამბეჭდავად არის ნაჩვენები, რომ მკითხველში დაუვიწყარ ემოციებს იწვევს. „არასოდეს გამიშვა“, შეიძლება, პოლიტიკურ რომანად ან ტრილერად მოგვეჩვენოს, მაგრამ, სინამდვილეში, ეგზისტენციალური იგავია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ცდილობენ ბედნიერების პოვნას მანამ, სანამ ირგვლივ სიბნელე ჩამოწვება.