ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on telegram
Share on facebook

ფრანც კაფკა - ამერიკა

დასახელება

ფრანც კაფკა – ამერიკა

გამომცემლობა

გამოცემის წელი

2017

ყდა

მაგარი

ენა

ფორმატი

14.5 X 21.5

გვერდების რაოდენობა

272

სერია

ISBN

9789941238277

შეიძინე ონლაინ

15.90

უფასო მიტანა

საქართველოს მასშტაბით

მიტანის ვადა:

თბილისი 2-3 დღე. რეგიონები 3-4 დღე

XX საუკუნის გენიალური მწერალი ფრანც კაფკა, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიო ლიტერატურაზე, დაიბადა 1883 წელს პრაღაში, ებრაელი ვაჭრის ოჯახში. გიმნაზიის დამთავრებისთანავე სწავლა განაგრძო პრაღის უნივერსიტეტში და ლიტერატურითაც სტუდენტობისას დაინტერესდა. აქვე დაუახლოვდა კაფკა მაქს ბროდს, რომელმაც შემდგომ მისი ნაწარმოებების ბედი შეცვალა. მწერალს არცერთი რომანი არ დაუსრულებია და საკუთარი ნაშრომების უმეტესობა დაწვა. სიცოცხლეში მისი ტალანტი არავის უღიარებია. რამდენჯერმე გამოაქვეყნა მოთხრობები (მათ შორის, რომან „ამერიკის“ პირველი თავი), თუმცა წარუმატებლად. მწერალი 1924 წელს ტუბერკულოზმა შეიწირა. მაქს ბროდმა არ შეუსრულა მეგობარს უკანასკნელი სურვილი, გაენადგურებინა მისი თხზულებები და გამოაქვეყნა ისინი. ასე გაიცნო მსოფლიომ ერთ-ერთი უდიდესი გერმანულენოვანი მწერალი – ფრანც კაფკა.

„პროცესის“, „კოშკისა“ და სხვა უდიდესი ნაწარმოებების ავტორის ნოვატორული სტილი პირველად გამოიკვეთა მის დაუმთავრებელ რომანში „ამერიკა“, რომელშიც აღწერილია 16 წლის ემიგრანტის, კარლ როსმანის მოგზაურობა და ცხოვრება მრავალთა საოცნებო ქვეყანაში. მშრალი, თითქოსდა დოკუმენტური თხრობის მიუხედავად, რომანში გენიალურადაა გადმოცემული პერსონაჟის ცნობიერების სიღრმეები. თავად მწერალი არსად ჩანს, კომენტარებისგან თავს იკავებს, უბრალოდ, დაწვრილებით აღწერს სიტუაციას და დასკვნების გამოტანას მკითხველს მიანდობს. სწორედ ეს, კაფკასთვის დამახასიათებელი მშრალი და, ამავე დროს, დაძაბული თხრობა წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. აღსანიშნავია, რომ მწერალი ამერიკულ შთაბეჭდილებებს ისე აღწერს, რომ მას ამ ქვეყნის მიწაზე ფეხიც არ დაუდგამს.