ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

%
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on telegram
Share on facebook

და ვინჩის კოდი; სიცოცხლე, სამყარო და ყველაფერი; კაცი რომელიც სახეებს მიღმა ხედავდა

კოდი 0002-1 კატეგორიები ,
გამომცემლობა

შეიძინე ონლაინ

51.70 25.85

მარაგი: გაყიდვაშია

უფასო მიტანა

საქართველოს მასშტაბით

მიტანის ვადა:

თბილისი 2-3 დღე. რეგიონები 3-4 დღე

3 წიგნი 51.70 ლარის ნაცვლად 25.85 ლარად

  1. და ვინჩის კოდი – დენ ბრაუნის მისტიკურ-დეტექტიური სერია, რომელსაც სკანდალურმა „და ვინჩის კოდმა” მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი, რამდენიმე წიგნს აერთიანებს და თანამედროვე მსოფლიო ბესტსელერებში მყარად იკავებს ადგილს. „და ვინჩის კოდს”, „დაკარგულ სიმბოლოსა” და „ანგელოზებსა და დემონებს” 2013 წელს „ინფერნო” შეემატა, რომლის მთავარი გმირი კვლავ ჰარვარდის ხელოვნებათმცოდნეობის პროფესორი რობერტ ლენგდონია.
  2. მთარგმნელი: გურამ ღონღაძე
    სიცოცხლე, სამყარო და ყველაფერი – ართურ დენტი დაგვემოწმება, რომ დროში დაკარგვა ყველაზე ცუდი რამეა. მას კი ნამდვილად დაეჯერება, ის ხომ დროსა და სივრცეში არაერთხელ აბნეულა. სივრცეში დაკარგვისას თავს რამით მაინც გაირთობ, დრო კი…
  3. მთარგმნელი: მერაბ ფიფია

    კაცი რომელიც სახეებს მიღმა ხედავდა – შარლერუაში, პატარა ბელგიურ ქალაქში მომხდარმა სისხლიანმა ტერაქტმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ეკლესიის პარმაღზე დატრიალებულმა ტრაგედიამ უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აფეთქების ავტორებად რელიგიურ ფანატიკოსებს მოიაზრებენ. ოგიუსტენი, უსახლკარო ახალბედა ჟურნალისტი, რომელსაც ძლივს ეღირსა სამუშაო ადგილობრივ გაზეთში, მოვლენების ეპიცენტრშია და გადაწყვეტს, ჟურნალისტური გამოძიება წამოიწყოს. გამოძიება კი ალბათ არ გაუჭირდება, ის ხომ უნიკალური ნიჭითაა დაჯილდოებული – შეუძლია ადამიანების გარშემო მოფარფატე პაწაწინა არსებები შეამჩნიოს. ვის ხედავს ოგიუსტენი? – ანგელოზებს? დემონებს? გარდასულ დღეთა მოგონებებს თუ მიცვალებულებს, საკუთარ სვე-ბედს რომ ვერ შერიგებიან? იქნებ სულაც ჭკუიდან შეიშალა? ან იქნებ თავადაა ის ბრძენი, რომელსაც სხვათა სიგიჟის გაშიფვრა ძალუძს?.. ერიკ-ემანუელ შმიტი მისთვის დამახასიათებელი თხრობის ორიგინალური სტილით ადამიანის სულის საიდუმლოებათა კვლევას განაგრძობს.

 

მსგავსი პროდუქტები