Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on telegram

გაუჩინარებული ქალი - (TOP თრილერი)

კატეგორია
ავტორი

სერია

გამომცემლობა

გამოცემის წელი

2015

ყდა

რბილი

გვერდი

496

ენა

ფორმატი

15.5/22

ISBN

978-9941-21-036-5

შეიძინე ონლაინ

13.99

უფასო მიტანა

საქართველოს მასშტაბით

მიტანის ვადა:

თბილისი 2-3 დღე. რეგიონები 3-4 დღე

გილიან ფლინი ავტორია NEW YORK TIMES-ის ბესტსელერებისა: „გაუჩინარებული ქალი“, „ბნელი ადგილები“ და „ბასრი საგნები“.
მუშაობდა Entertainment Weekly-ის კრიტიკოსად, მისი წიგნები 40 ენაზეა თარგმნილი. ცხოვრობს ჩიკაგოში ქმართან და ვაჟიშვილთან ერთად.
„გაუჩინარებული ქალი“ საერთაშორისო სენსაციად იქცა და 75 კვირის განმავლობაში NEW YORK TIMES-ის ბესტსელერების სიის პირველი ადგილი არავის დაუთმო.
რეჟისორ დევიდ ფინჩერის ეკრანიზაცია 2014 წელს კინოკომპანია 20th Century Fox-ის შეფასებით წლის ფილმად აღიარეს.

ეს ამბავი „იმ დღეს“ იწყება

„იმ დღეს“, ვაჟი კარგავს ქალს. ქალი მისი ცოლია. ცნობილი მწერლების ნებიერა ქალიშვილი. პოლიცია ცდილობს გაუჩინარების მიზეზები ამოხსნას.
მალე, ქმარს ცოლის მკვლელობაში სდებენ ბრალს. იწყება გამოძიება, თუმცა, ამ ამბავში ლოგიკური ძაფები იოლად წყდება და იბურდება… როგორც ყველა
წიგნი, ეს წიგნიც მთავრდება „ათი თვის, ორი კვირის და ექვსი დღის შემდეგ“. ოღონდ ის არ მთავრდება მკითხველის გონებაში, შეგრძნებებში. რატომ? ამის
გარკვევის ბედნიერება თქვენ ახლა ხელთ გაქვთ. „გაუჩინარებული ქალი“ წიგნი-დუელია – ორი ხასიათისა და ორი გონების დაპირისპირება, რომელთაგან
ვერც ერთზე იტყვი – მთლიანად თეთრი ან შავიაო. ემოციური ფეიერვერკი, რომელიც თხრობას ახლავს თან, ბოლო წუთამდე ამოსუნთქვას გიშლის და როცა
უკანასკნელ გვერდს გადაფურცლავ, მიხვდები, რომ ეს წიგნი უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, დეტექტივი.

მსგავსი პროდუქტები