10 ყველაზე მოთხოვნადი წიგნი მსოფლიოში.

 

ყველა ჩვენთაგანს უყვარს საინტერესო წიგნების კითხვა, თუმცა "საინტერესო" შეფასებითი ცნებაა და ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია. ამ სტატიაში გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს, რომელიც ყველაზე კითხვადი და გაყიდვადია. ამ ათეულში რამდენიმე ისეთი წიგნია, რომელიც არამგონია ადამიანის ინტელექტუალურ განვითარებაზე ზრუნავდეს, მაგრამ საინტერესო წასაკითხი და დროის მოსაკლავი საშუალებაა, რომელიც ხშირად თინეიჯერების ან უბრალოდ რეჟისორების მიერ ატაცებული ბესთსელერია.


image

10"ანა ფრანკის დღიური". ავტორი: ანა ფრანკი.

დაბეჭდილია 27 მილიონი ეგზემპლარი.


ანა ფრანკის დღიური ეფუძნება ანა ფრანკის დღიურს, რომელიც 2 წლის განმავლობაში, ნაცისტური ოკუპაციის დროს, ოჯახთან ერთად იმალებოდა ნიდერლანდებში.წიგნში ასახულია მისი ცხოვრება, სწორედ მთელი ამ დროის განმავლობაში.

 

image

9"იფიქრე და გამდიდრდი".

ავტორი: ნაპოლეონ ჰილი.

დაბეჭდილია 30 მილიონი ეგზემპლარი.
ეს არის მოტივაციური წიგნი, სადაც ავტორი მკითხველს აძლევს რჩევებს, პიროვნული განვითარების, საკუთარი თავის ფლობისა და მართვის გაუმჯობესების შესახებ. ეს ნოველა შთაგონებულია შოტლანდიური წარმოშობის, ამერიკელი მილიარდელი ენდრიუ კარნეგის რჩევებითა და გამოცდილებით.


image

8. "ქარწაღებულნი".

ავტორი: მარგარეტ მიტჩელი.

დაბეჭდილია 33 მილიონი ეგზემპლარი.

ეს არის დრამა, ირლანდიელი ემიგრანტი პლანტატორის ქალიშვილის, სკარლეტ ოჰარას ცხოვრების შესახებ.მოქმედება ხდება შტატ ჯორჯიაში, სამოქალაქო ომის დროს.ამ რომანის მიხედვით გადაღებულია ფილმი, რომელმაც შემდგომში ოსკარი მოიპოვა.


image

7"ბინდი - საგა".

ავტორი: სტეფანი მაიერი.

დაბეჭდილია 43 მილიონი ეგზემპლარი.

ეს არის თანამედროვე, თინეიჯერებში მეტად პოპულარული რომანი, რომელიც ბიჭი ვამპირისა და ჩვეულებრივი ადამიანის, ულამაზესი ბელას სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. ამ წიგნის საფუძველზე გადაღებულია ფილმი, რომელიც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში.

image

6"დავინჩის კოდი".

ავტორი: დენ ბრაუნი.

დაბეჭდილია 57 მილიონი ეგზემპლარი.

ეს არის მოგონილი ამბავი, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ქრისტიანულ სამყაროში.წიგნი არის დეტექტიური ჟანრის, სადაც იძიებენ რობერტ ლანდონის მკვლელობას, რომელიც ლუვრში, პარიზში ხდება.

ამ წიგნის მიხედვითაც გადაღებულია ფილმი, სადაც მთავარ როლს ტომ ჰენკსი ასრულებს.


image

5. "ალქიმიკოსი".

ავტორი:პაოლო კოელიო.

დაბეჭდილია 65 მილიონი ეგზემპლარი.

ალქიმიკოსი 1987 წელს გამოიცა და თავიდანვე ბესთსელერი გახდა ბრაზილიაში. დღესდღეობით ის 67 მეტ ენაზეა ნათარგმნი და შესულია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ავტორის სიცოცხლეშივე ყველაზე მეტ ენაზე ნათარგმნი წიგნი.

image

4."ბეჭდების მბრძანებელი".

ავტორი: ჯ.რ.რ ტოლკინი.

დაბეჭდილია 103 მილიონი ეგზემპლარი.

ბეჭდების მბრძანებელი არის ეპიკური ფანტაზიის ამბავი, ფილოლოგ ჯ.რ.რ ტოლკინის მიერ დაწერილი.

მოთხრობა ბავშვური ფანტაზიის ნაყოფს წააგავს თავისი დასაწყისით, მაგრამ ყველა ასაკის მკითხველს ითრევს მისი განვითარება, რომელიც მეცნიერების განსჯის საგანიც კი გახდა.

წიგნის მიხედვით გადაღებულია ფილმი ტრილოგია, რომელიც დღეს უცვლელად საუკეთესო ფილმების ათეულშია.


image

3. "ჰარი პოტერი".

ავტორი: ჯოან როულინგი.

დაბეჭდილია 400 მილიონი ეგზემპლარი.

წიგნი მოგვითხრობს ჯადოქრულ სამყაროზე და მისი საინტერესო პერსონაჟების ისტორიაზე, რომელიც ძალზედ მიმზიდველია პატარა ასაკის მკითხველისათვის.

წიგნის მიხედვით გადაღებულია ფილმი.

image

2. "მაო ძე დუნის ციტატები".

ავტორი: მაო ძე დუნი.

დაბეჭდილია 820 მილიონი ეგზემპლარი.

წიგნი ცნობილია ამ მოღვაწის ბრძნული გამონათქვამებით, რომელიც კომუნისტების დროს ყველა ჩინელს უნდა სცოდნოდა.

 

image

1. ბიბლია.


დაბეჭდილია 3.9 მილიარდი ეგზემპლარი.

აქ იმედია, ახსნა-განმარტება საჭირო არ არის.

 

მთავარი საიტის მოხმარება კონტაქტი
 
ქ.თბილისი, იოსებიძის ქ.49
 
elva@elva.ge
 
(+995 55 32) 2-38-26-74; 2-38-26-73; 2-38-26-76;
elva © 2013