10 იდეა თუ როგორ გამოვიყენოთ გაზეთები

დღეს, მოსახლეობის უმეტესობას მიაჩნია რომ ჟურნალ გაზეთები უსარგებლოა, ის მთლიანად შეცვალა კომპიუტერმა და ინტერნეტმა, თუმცა სახლში აუცილებლად გექნებათ ძველი გაზეთების შეკვრა, რომელსაც გადაგდებას უპირებთ. მაგრამ ნუ აჩქარდებით, ის შეიძლება ბევრს საჭირო ნივთად გარდავქმნათ. 

წიგნის გარეკანი 
ძალიან ორიგინალური მეთოდია წიგნებისთვის გაზეთების შემოკვრა. ასე ყდებსაც დაიცავთ და ორიგინალურიც გამოჩნდებით. 

 

ფეხსაცმლის საშრობი
დასველებული ფეხსაცმლის გაშრობა სირთულეს არ წარმოადგენს, თუ მასში დაკუჭულ გაზეთებს ჩატენით. 
ნერგების ფორმა
გაზეთებისგან შეგიძლიათ დიდი ჭიქები დაამზადოთ, რომლებშიც აგარაკზე დასარგავ ჩითილებს გამოზრდით. 
კონტეინერის ჰაერგამწმენდი
თუ თქვენს კონტეინერს უსიამოვნო სუნი გაუჩნდა, ჩადეთ მასში გაზეთი, დაახურეთ სახურავი და მთელი ღამე გააჩერეთ. სუნს გაზეთი შეიწოვს, რომელსაც დილით გადააგდებთ. 
ჩანთის შემვსები
თუ არ გსურთ, კარადაში შენახულმა ჩანთამ ფორმა დაკაროს, დაკუჭული გაზეთებით გამოტენეთ იგი. 
ბოსტნეულის შემნახავი
იმისათვის, რომ ბოსტნეული და ზოგიერთი ხილი (მაგ: ვაშლი, კომში) დიდხანს შეინახოთ, სათითაოდ გაახვიეთ გაზეთში. მართალია, ცოტა დამღლელი პროცედურაა, მაგრამ უაღრესად საჭირო. 
ფანჯრების გამწმენდი
ფანჯრების გაწმენდას გაზეთით გირჩევთ. თუ თავად გამწმენდ საშუალებებს ამჯობინებთ, მინებს გაპრიალების შემდეგ გაზეთი მაინც გადაუსვით. ამგვარად მათ დიდხანს შეუნარჩუნებთ სისუფთავეს.

შესაფუთი საშუალება
გაზეთი საუკეთესო შესაფუთი საშუალებაა და რაც მთავარია, ორიგინალური, თუ საჩუქარზე შემოხვეულ გაზეთს ზემოდან ჟურნალებიდან ამოჭრილ ფოტოებს, ბაფთებს დააწებებთ და ლენტებს შემოახვევთ. 

ფოტოჩარჩოს დეკორი
გაზეთები ლენტებად დაჭერით, ვარდებივით დაახვიეთ და ჩარჩოს დააწებეთ. ასეთი ორიგინალური ფოტოჩარჩო მხოლოდ თქვენ გექნებათ. 
მდელოების შესაქმნელი
აგარაკზე დეკორატიული მდელოების შესაქმნელად, შემოდგომაზე მოცელეთ ბალახი, დააფინეთ მასზე გაზეთების 4-5 ფენა და ზემოდან 10 სმ-ზე ჩამოცვენილი ფოთლები დააყარეთ. გაზაფხულზე დეკორატიული მდელო მზად იქნება. 
მთავარი საიტის მოხმარება კონტაქტი
 
ქ.თბილისი, იოსებიძის ქ.49
 
elva@elva.ge
 
(+995 55 32) 2-38-26-74; 2-38-26-73; 2-38-26-76;
elva © 2013