საინტერესო ფაქტები წიგნებზე

მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ ადამიანი დღის განმავლობაში საშუალოდ ნახევარი საათის განმავლობაში ლაპარაკობს. ეს კი ნიშნავს, რომ ცხოვრების განმავლობაში ის ორნახევარ წელიწადს ანდომებს ლაპარაკს. ჩვენი საუბრები რომ იწერებოდეს, ალბათ, თითოეულ ადამიანს საკუთარი ე. წ. სალაპარაკო შემოქმედების 1000-ტომეული მოუგროვდებოდა.

მსოფლიოს ყველა ანბანის მიხედვით უძველეს ასოდ მიიჩნევა “ო”. ეს ასო გამოიყენებოდა უძველეს ანბანში, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1300 წლით თარიღდება.

მსოფლიოში ყველაზე გრძელ წინადადებად მიიჩნევა ქალაქ ვილის მცხოვრების, შვეიცარიელი ურსა ბლაიზერის შემოქმედება, რომელიც 4284 სიტყვისგან შედგება. ამით ბლაიზერმა

კრისტიან რესერის რეკორდი მოხსნა. კრისტიანმა დაწერა 2184 სიტყვისგან შემდგარი წინადადება, რომელიც თავის მხრივ, წარმოადგენს ესეს ბისმარკზე.

მსოფლიოში ყველაზე ვრცელი უინსტონ ჩერჩილის ბიოგრაფია გახლავთ. ბიოგრაფია დაწერეს ჩერჩილის ვაჟმა რენდოლფმა და მარტინ ჰილბერტმა და 22 ტომად გამოსცეს.

მსოფლიოში ყველაზე დიდ ლექსიკონად 1854 წელს იაკობ და ვილჰელმ გრიმების “გერმანული ლექსიკონი” მიიჩნევა. ძმებმა გრიმებმა ლექსიკონზე მუშაობა 1854 წელს დაიწყეს, შემდეგ სხვა ავტორებმა განაგრძეს, საბოლოოდ კი 34519-გვერდიანი ლექსიკონი 1971 წელს დასრულდა და 33 ტომად გამოიცა.

მსოფლიოს უძველეს გაზეთად 1470 წელს კიოლნში გამოცემული გაზეთი მიიჩნევა. ამ გაზეთის ერთადერთი ეგზემპლარი დღემდეა შემონახული.

მსოფლიოს უძველესი ჟურნალი კი 1645 წლისაა. ის შვედეთის ლიტერატურის აკადემიის გამოცემა გახლავთ.

მთავარი საიტის მოხმარება კონტაქტი
 
ქ.თბილისი, იოსებიძის ქ.49
 
elva@elva.ge
 
(+995 55 32) 2-38-26-74; 2-38-26-73; 2-38-26-76;
elva © 2013