2014 წელს გამოცემული წიგნების რაოდენობით საქართველო მსოფლიო ხუთეულში მეოთხე ადგილს იკავებს.


გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის კვლევის მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე ერთ სულ მოსახლეზე გამოცემული წიგნების რაოდენობით დიდი ბრიტანეთია.
დიდ ბრიტანეთთან ერთად პირველ ხუთეულში ტაივანი და სლოვენია შედიან. მათ მოსდევს ესპანეთი და საქართველო. მკვლევარების ცნობით, საქართველოში შარშან ერთ მილიონ მოსახლეზე 1547 წიგნი გამოსცეს.
ამასთან, გამოცემული წიგნების რაოდენობით აშშ და ჩინეთი ლიდერობენ, თუმცა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, აშშ მე-12, ხოლო ჩინეთი 25-ე ადგილზეა.

მთავარი საიტის მოხმარება კონტაქტი
 
ქ.თბილისი, იოსებიძის ქ.49
 
elva@elva.ge
 
(+995 55 32) 2-38-26-74; 2-38-26-73; 2-38-26-76;
elva © 2013