ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში

  2014 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ფრანგ მწერალს პატრიკ მოდიანოს გადაეცა. "ბიბისის" ცნობით, ფრანგ მწერალს ნობელის აკადემიის პრიზი გადაეცა მეხსიერების ხელოვნებისთვის, რომლის წყალობითაც მან ყველაზე მიუწვდომელი ადამიანური ბედისწერა აღწერა და ოკუპაციის ცხოვრებისეული სამყარო აღმოაჩინა. 
პატრიკ მოდიანოს ნაწარმოებების უმრავლესობა მის ცხოვრებასა და საფრანგეთში მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპაციის პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეფუძნება. 
69 წლის პატრიკ მოდიანომ პირველი რომანი La Place de l'Etoile 1968 წელს გამოიცა. ფრანგი მწერალი ფულადი ჯილდოს სახით 10 მილიონ შვედურ კრონს მიიღებს. ნობელის პრემიის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია დეკემბერში სტოკჰოლმში გაიმართება.

2013 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში კანადელ მწერალს ელის მანდროს გადაეცა.

წყარო: interpressnews.ge

მთავარი საიტის მოხმარება კონტაქტი
 
ქ.თბილისი, იოსებიძის ქ.49
 
elva@elva.ge
 
(+995 55 32) 2-38-26-74; 2-38-26-73; 2-38-26-76;
elva © 2013