ნანახია: 799 | N 114285
მურმანის სევდა - წიგნი 2 (სხვა დეტექტივი)
ავტორი: გიორგი კეკელიძე
ყდა: რბილი
გამომცემლობა: პალიტრა L
GEL 5.99
GEL 3.5
ხელმომწერებისთვის
დამატებითი დეტალები
სერია: სხვა დეტექტივი
გვერდი: 72
ენა: ქართული
ISBN: 978-9941-24-013-3
ფორმატი: 12.5/17
GEL 5.99
GEL 3.5
ეგზემპ. რაოდ.
გაყიდვაშია
უფასო მიტანა
მიტანის ვადა:
თბილისი 2/3 დღე
რეგიონები 3/4 დღე

გიორგი კეკელიძეს ერთი კარგი თვისება აქვს — და ეს ჯერ კიდევ ბესტსელერად ქცეულ „გურულ დღიურებშიც“ გამოჩნდა — შეუძლია, გურული ამბავი ისე მოყვეს, რომ კახურიც გამოვიდეს, ქართლურიც, აჭარულიც, მეგრულიც და ასე უსასრულოდ, თუნდაც გაფიქრებინოს, ახლა კატმანდუს რომელიმე მივიწყებულ კუთხეში, რომელიმე ბავშვიც შეიძლება ამას გრძნობდესო. ყოველთვის ზუსტად პოულობს იმ განცდებს, ბავშვობის დროინდელ იმ მოგონებებს, რომლებიც ამქვეყნად ყველასთვის საერთოა, მიუხედავად იმისა, თუ რა ფონზე ხდება, შეგრძნებებს, რომლებიც ყველას გამოუვლია და ესეც რად ღირს, რომ „დაუთმე და პატარაა და მოდი, ამჯერად ეს ავტომატი ამას მივცეთ“, საერთოა და ყველას გამოგვიცდია, ქალსაც და კაცსაც, გურიაშიც და კახეთშიც და სხვაგანაც, რა თქმა უნდა. და ასე გითრევს ავტორი ამბავში და ვეღარ წყდები და გინდა, არ გინდა, გეკიდება ფიქრი: „ღმერთო ჩემო, ჩემს ბავშვობაში რაღა იყო ისეთი, რომელიც ამდენი წლის შემდეგ გაისვრის?“ იქნებ ცოტა შიშიც შეგაპაროს გულში, მაგრამ, აბა, რა გასაკვირია. რამდენი საერთო გქონია მურმანთან, იმის ჩათვლით, რომ საკუთარ ქალაქში სულაც არ ცხოვრობ და შენს ბავშვობასთან, დროსთან ერთად, მანძილიც გაშორებს. ტორესა მოსიგიორგი კეკელიძის მინირომანი, რომელიც ცნობიერების ნაკადის მაგვარი ხერხით აფაზიურ დისკურსს მოგვაგონებს, პოსტმოდერნისტული ბრიკოლაჟით ერთმანეთთან აწყვილებსმობი დიკისისმაელსა თუ დანტეს კატაბაზისს, აკა მორჩილაძის დეტექტივებსა თუ საკუთარგურულ დღიურებსდა მოულოდნელი ფინალით აკუტაგავასეული ტაკეჰიროს მონოლოგს, ხანაც სემ მენდესისეული ლესთერ ბარნემის ისტორიასთან ასოციაციას გვიქმნის. და ამ მსგავსებებისა თუ ციტირებების მიუხედავადროგორც ქვესათაურში აცხადებს ავტორი, ეს მაინც ახალი პროდუქტია, „სხვა დეტექტივია“.

მსგავსი წიგნები
ავტორი: ართურ კონან დოილი
ნანახია: 625
GEL 9.99
ავტორი: გიორგი კეკელიძე
ნანახია: 853
GEL 5.99
ავტორი: ჯონ გრიშემი
ნანახია: 1692
GEL 13.99
ავტორი: Агата Кристи
ნანახია: 589
GEL 6
ავტორი: Татьяна Полякова
ნანახია: 531
GEL 6
ავტორი: მაია ბურჭულაძე
ნანახია: 807
GEL 4.99
სხვა წიგნები სერიიდან: სხვა დეტექტივი
ავტორი: გიორგი კეკელიძე
ნანახია: 777
GEL 5.99
ავტორი: გიორგი კეკელიძე
ნანახია: 822
GEL 5.99
ავტორი: გიორგი კეკელიძე
ნანახია: 853
GEL 5.99
მთავარი საიტის მოხმარება კონტაქტი
 
ქ.თბილისი, იოსებიძის ქ.49
 
elva@elva.ge
 
(+995 55 32) 2-38-26-74; 2-38-26-73; 2-38-26-76;
elva © 2013